ჰასან ბეგ აღალაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პორტრეტი ჰასან ბეგ აღალაროვი (1856)

ჰასან ბეგ აღალაროვი (აზერ. Həsən bəy Ağalarov) — აზერბაიჯანული წარმოშობის რუსეთის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი. ჰასან ბეგ აღალაროვი იყო პირველი აზერბაიჯანელი, რომელიც დაჯილდოებულ იქნა წმინდა გიპორგის ორდენით უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს. თავი გამოიჩინა 1849 წლის 21 ივლისის ბრძოლაში დებრეცენეს ბრძოლაში უნგრული აჯანყების (1848-1849) ჩახშობის დროს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან ბეგ აღალაროვი დაიბადა 1821 წელს თბილისში, კეთილშობილ ოჯახში. საერთო განათლება მიიღო თბილისის გიმნაზიაში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1834 წელს ამიერკავკასიის საცხენო-მუსულმანურ რაზმში.

1834 წელს ვარშავაში მივლინებული ამიერკავკასიის საცხენო-მუსულმანურ რაზმის შემადგენლობაში შტაბს-კაპიტან კუშტეშენსკი ისმაილ-ბეგთან, პორუჩიკ ბაქიხანოვთან, პორუჩიკ ჯაფარ კული აღა ბაქიხანოვთან (აბასკული - აღა ბაქიხანოვის უმცროსი ძმა) ერთად ასევე იყო პრაპორშიკ (1835 წლის 8 ოქტომბრიდან ამ წოდებით) ჰასან ბეგ აღალაროვიც იყო მივლინებული.

1840 წელს შტაბს-კაპიტან ჰასან ბეგ აღალაროვი დაჯილდოებული იყო წმ.სტანისლავის ორდენით. 1849 წელს ამიერკავკასიის საცხენო-მუსულმანურ რაზმი ბრძოლაში დებრეცენეს ბრძოლაში უნგრული აჯანყების ჩახშობის დროს დაეუფლა აჯანყებულების ოთხ ზარბაზანს. ამ ბრძოლისათვის რაზმს გადაეცა წმ. გიორგის დროშა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო მეთაურის თანაშემწე პოლკოვნიკ ჰასან ბეგ აღალაროვი 1849 წლის 28 აგვისტოს დაჯილდოვებულ იქნა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (ბრძანება № 8147 გრიგოროვიჩ - სტეპანოვის სიის მიხედვით).

მთავარსარდალ გენერალ-ფელდმარშალ პასკევიჩის დასაჯილდოვენბელი წარდგინებიდან: დებრეცენეს ბრძოლაში ამბოხებულ უნგრელებთან, 1849 წლის 21 ივლისს, ამიერკავკასიის საცხენო-მუსულმანურ რაზმის სამასი ცხენოსანით, მარცხენა ფლანგზე, გაანადგურა მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი და დაეუფლა ორ ზარბაზანს, შემდეგ დაედევნა მოწინააღმდეგეს ქალაქში და აიყვანა 300 მეტი ტყვე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. к. и. н. А. А. Молчанов. Среди самых доблестных в Российской армии. : «Гербоведъ». — 2006. — გვ. 171-173.