შინაარსზე გადასვლა

ჰამბურგის მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამბურგის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანადროშა: გერმანია გერმანია
ქალაქიჰამბურგი
გახსნის თარიღი1912 წ.-ის თებერვალი
ხაზის სიგრძე106,4 კმ.
სადგურთა რაოდენობა93
ხაზთა რაოდენობა4
მგზავრები დღეში664,380 (2017)
მგზავრები წელიწადში242.5 მლნ. [1].
ხაზების სქემა

ჰამბურგის მეტროპოლიტენი (გერმ. Hamburger U-Bahn) — გერმანიის ქალაქ ჰამბურგში არსებული მიწისქვეშა ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ბერლინის მეტროპოლიტენის მსგავსად გვირაბებსა და ესტაკადებზე გადის. ჰამბურგის მეტრო 1912 წელს გაიხსნა; ოთხივე ხაზის საერთო სიგრძე 106,4 კმ-ია. 2017 წელს 242.5 მლნ მგზავრი იქნა გადაყვანილი. ჰამბურგის მეტროპოლიტენი იმით გამოირჩევა, რომ ხაზების დიდი ნაწილი მიწაზე და ესტაკადებზე გადის და, ძირითადად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს ემსახურება.

ქსელი სტანდარტულ ევროპულ ლიანდაგს იყენებს, რომელსაც 750 ვოლტის ძაბვის დენი მესამე რელსიდან მიეწოდება.

მეტროსადგურ Beimoor-ის ნარჩენები

ხაზების ქსელი ქალაქის ცენტრში იწყება და ჩრდილოეთის მიმართულებით გრძელდება. ოთხ ხაზზე 93 სადგურია განლაგებული. ყველაზე გრძელი ხაზი U1-ია, რომლის სიგრძე 55.4 კმ-ია. ყველაზე მოკლე ხაზი U4-ია სიგრძით 13.3 კმ. მატარებლები 5-დან 10 წუთამდე ინტერვალებით დადის, პიკის საათში ინტერვალი დაახლოებით 2½ წუთია. ადრე დილით და გვიან საღამოს, ასევე ხაზების ზოგიერთ შიდა მონაკვეთებზე, მატარებლები 20 წუთში ერთხელ მოძრაობს.

სადგური Hauptbahnhof Nord

დღეისათვის ქსელი შედგება U1, U2, U3 და U4 ხაზებისგან, ამასთან, U1 ორ განსხვავებულ განშტოებას ემსახურება. ხაზი U4 2011 წელს ამოქმედდა და Hafencity დააკავშირა Jungfernstieg-თან.

ხაზი მონაკვეთი ექსპლუატაციაში შეყვანა სადგურები
U1Norderstedt Mitte ↔ Ohlstedt / Großhansdorf1914-დან 1996-მდე41 / 44
U2Niendorf Nord ↔ Mümmelmannsberg1912-დან 1991-მდე24
U3Barmbek ↔ Wandsbek-Gartenstadt1912-დან 1990-მდე27
U4Elbbrücken – Jungfernstieg – Hauptbahnhof Nord – Billstedt2012-დან 2018-მდე11

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2017 წ.-ის მონაცემებით