შინაარსზე გადასვლა

ჰალმსტადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰალმსტადი
შვედ. Halmstad
გერბი


Staden med tre hjärtan[1] [2]
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
შიდა დაყოფა Söndrum, Snöstorp, Andersberg, Kärleken და Fyllinge
კოორდინატები 56°40′00″ ჩ. გ. 12°51′00″ ა. გ. / 56.66667° ჩ. გ. 12.85000° ა. გ. / 56.66667; 12.85000
ფართობი 34,13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 11±1 მეტრი
ოფიციალური ენა შვედური ენა
მოსახლეობა 58 577 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 716 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 35
საფოსტო ინდექსი 30x xx
ოფიციალური საიტი https://www.halmstad.se
ჰალმსტადი — შვედეთი
ჰალმსტადი

ჰალმსტადი (შვედ. Halmstad) — საპორტო, საუნივერსიტეტო, სამრეწველო და სარეკრეაციო ქალაქი შვედეთის დასავლეთ სანაპირო ზოლში, ჰალანდის პროვინციაში, მდინარე ნისანის შესართავთან. წარმოადგენს ჰალანდის ლენის დედაქალაქსა და ჰალმსტადის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 58 577 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 90 000-ს.[3]

ჰალმსტადი პირველად ადრეულ შუა საუკუნეებში, 1000 — 1100 წლებში იხსენიება. თავად სახელი ჰალმსტადი პირველად 1231 წელს მოიხსენიება, როდესაც დანიის მეფე ვალდემარ II-მ ის სამეფო მამულად გამოაცხადა. უძველესი ქარტია, რომელიც ქალაქს უკავშირდება 1307 წლით თარიღდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]