ჰალიროთიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰალიროთიოსი (ძვ. ბერძნ. Hallirrhothios) — პოსეიდონის თავხედი შვილი. ატიკაში დანავარდობდა, არესის და აგრავლეს ასული (კეკროპის შვილიშვილი) ალკიპე მოეწონა და თავს დაესხა, მაგრამ არესი გამოჩნდა და მახვილით განგმირა. პოსეიდონმა მკვლელობა დასწამა და ოლიმპოზე იჩივლა. თორმეტი ღმერთისაგან შემდგარმა არეოპაგმა არესი გაამართლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 576, თბ., 1983