ჰათიჯე სენდილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰათიჯე სენდილი (თურქ. Hatice Şendil; დ. 2 აგვისტო, 1983, სტამბოლი) — თურქი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰათიჯე სენდილი 1983 წლის 2 აგვისტოს დაიბადა სტამბოლში. დედამისი წარმოშობით ალბანელია, მამა კი — თურქი. ჰათიჯემ  ბავშვობა ანთალიაში გაატარა.

ორი წლის განმავლობაში, სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა. უკვე წარმატებულმა მოდელმა და მსახიობმა 2011 წელს „მის თურქეთის“ კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო იმავე წელს „მის ევროპის“ კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.

ჰატიჯეს სამსახიობო დებიუტი 2001 წელს შედგა სერიალში „ახალი ცხოვრება“. შემდეგ იყო სერიალები: „სექტემბერი“, „მგლების ხეობა“ და „დიდი ოჯახი“. 2011–2012 წლებში „ქალბატონ დილაში“ ითამაშა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ თურქულ სერიალში „დღე, როცა დაიწერა ჩემი ბედისწერა“, სადაც ელიფის როლს ასრულებდა. 

2015 წლის მაისში ჰათიჯე სენდილი დაქორწინდა თურქ მსახიობზე ბურაქ საღიაშარზე. ჰყავთ შვილი ჯან საღიაშარი. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]