ჰაბეას კორპუს აქტი (1679)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰაბეას კორპუს აქტი.

ჰაბეას კორპუს აქტი (ინგლ. Habeas Corpus Act) — ინგლისის პარლამენტის 1679 წლის კანონი, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური აქტი. ჰაბეას კორპუს აქტი სასამართლოს უფლებას ანიჭებს შეამოწმოს რამდენად კანონიერია მოქალაქის შეპყრობა და დაპატიმრება. თუ თავისუფლებააღკვეთილს დაპატიმრება უკანონოდ მიაჩნია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. განცხადებას მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად დაპატიმრებულის თანდასწრებით; მოსამართლეს უფლება აქვს გაათავისუფლოს იგი (უპირობოდ ან საწინდრით), ან დააბრუნოს ისევ საპატიმროში, თუკი დაადგენს, რომ მართებულადაა დაპატიმრებული. ეს პროცედურა განმტკიცებულია აგრეთვე აშშ-ის 1787 წლის კონსტიტუციით და ცალკეული შტატების კონსტიტუციებით, ამ გარანტიის მოქმედების შეჩერება შეუძლია მხოლოდ კონგრესს, ასეთი უფლება აქვს პრეზიდენტსაც ფორმალურად მაშინ, თუ ამას სახელმწიფოს უშიშროება მოითხოვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]