ჯუნა დავითაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითაშვილი.
ჯუნა დავითაშვილი
Евгения Давиташвили
Djuna.jpg
დაიბადა 22 ივლისი, 1949
სოფელი ურმია, კრასნოდარის მხარე
გარდაიცვალა 8 ივნისი, 2015
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება ასურელი
განათლება სამედიცინო
პროფესია ასტროლოგი
ექსტრასენსი
ალტ. მედიცინით მკურნალი
რელიგია ქრისტიანობა
მეუღლე(ები) ვიქტორ დავითაშვილი
საიტი Djuna.ru

ჯუნა დავითაშვილი (ნამდვილი სახელი და გვარია ევგენია იუშაის ასული სარდისი; დ. 22 ივლისი, 1949 — გ. 8 ივნისი, 2015) — ასურელი[1] ნათელმხილველი[2], ასტროლოგი და პოეტი. ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი.

ჯუნა დავითაშვილი დაიბადა 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში. როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მიიღო სამუშაო თბილისში. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვიქტორ დავითაშვილი,[3] რომელიც თავის დროზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი იყო.[4]

1980 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1990 წელს ორგანიზება გაუწია ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიას, ხოლო 1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა.[5] ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი იყო.[6] საპარლამენტო არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად 1995 წელს შექმნა პარტია „ჯუნას ბლოკი“. 2002 წელს 26 წლის ასაკში გარდაეცვალა შვილი — ვახტანგ დავითაშვილი. შვილის გარდაცვალების შემდეგ ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას. ხანმოკლე დროით ქორწინებაში იმყოფებოდა იგორ მატვიენკოსთან. ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. სცენაზე გამოდიოდა იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად.[7]

მედია წერდა, რომ ჯუნა დავითაშვილის პაციენტებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: ლეონიდ ბრეჟნევი, ილია გლაზუნოვი, ანდრეი ტარკოვსკი, ფედერიკო ფელინი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო.

1994 წელს დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით. ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა 2015 წლის 8 ივნისს 66 წლის ასაკში. მსახიობ სტანისლავ სადალსკის ცნობით, ჯუნა დავითაშვილი ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.[8]

სქოლიო[რედაქტირება]