ჯუმა-მეჩეთი (ყუბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუმა-მეჩეთი
აზერ. Quba Cümə məscidi
მდებარეობა ყუბის რაიონი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი ეფენტი გაზი ისმაილი
თარიღდება 1792—1802 წლები

ჯუმა-მეჩეთი (აზერ. Quba Cümə məscidi) — XIX საუკუნის ისტორიული მეჩეთი აზერბაიჯანში, ყუბის რაიონის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის ინტერიერი

მეჩეთი აშენდა 1802 წელს. მიჰრაბის თავზე გაკეთებული წარწერა იუწყება, რომ მეჩეთი 1217 წელს (ჰიჯრის წელიწადში) ააშენა ჰაჯი ისმაილის შვილმა, ჰაჯი ნასირულაჰმა.[1] ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 1792 წელს და 10 წლის განმავლობაში ინტერვალებით მიმდინარეობდა. ეს მეჩეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ რელიგიურ ცენტრად არა მხოლოდ ყუბეში, არამედ ქვეყნის მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკების მიერ რელიგიასთან ბრძოლა დაიწყო. ისევე როგორც ყველა რელიგიურმა დაწესებულებამ, ჯუმა-მეჩეთმაც შეწყვიტა ფუნქციონირება. მეჩეთი და მეჩეთთან არსებული მედრესე ფუნქციონირებდა 1924 წლამდე. 1933 წელს მედრესე, მინარეთი და სხვა ნაგებობები დაანგრიეს. მცირე დროის შემდეგ შენობის საწყობად გამოყენება დაიწყეს. მოგვიანებით შენობაში მოწყობილი იყო ხალიჩების მუზეუმი.[2]

90-იან წლებში აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ მეჩეთში ისევ დაბრუნდნენ მლოცველები. აშენდა 41 მეტრის სიმაღლის მინარეთი.[3]

არქიტექტურული თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის არქიტექტურა ტიპურია ყუბის რეგიონისათვის. ისტორიული ნაგებობის გეგმა დაწახნაგებულ ცილინდრს მოგვაგონებს, და აქვს სწორი რვაკუთხედის ფორმა, რომელიც უზარმაზარი, 16 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათით სრულდება. მეჩეთს გააჩნია ერთი დიდი დარბაზი. ცენტრალურ ნაწილში არ აქვს საყრდენი სვეტები, რაც არქიტექტორის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.[4]

შენობისათვის აგურებს ამზადებდნენ ყუბიდან ათი კილომეტრით დაშორებულ სოფელ იგრიყში. ძირითადად გამოიყენებოდა ფქვილი, კვერცხის ტემპერა და კირქვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мехмандарова Г. К. Джума Мечеть в Кубе. — Б.: Элм, 1986.
  2. Quba əhalisindən misilsiz qəhrəmanlıq. 28.04.2017
  3. Azərbaycan – Tolerantlıq Məkanı. — Bakı: 2011. –399 səh.
  4. Quba şəhər Cümə məscidi