ჯულიო ცეზარე პოლერიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯულიო ცეზარე პოლერიო (იტალ. Giulio Cesare Polerio; დ. 1548, ლანჩანო, ნეაპოლის სამეფო — გ. 1612, რომი, პაპის ოლქი) — იტალიელი მოჭადრაკე და თეორეტიკოსი. მან შექმნა იტალიური საჭადრაკო სკოლა. თანამედროვეთა საჭადრაკო პარტიების ანალიზზე დაყრდნობით მან 1585-1590 წლებში შექმნა ხელნაწერი, რომელიც წიგნად დაიბეჭდა 1874 წელს. მასში დეტალურად აღწერილია მეფის გამბიტი და სხვადასხვა კონტრგამბიტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, ნაწ. I, თბ., 2004. — გვ. 8.