შინაარსზე გადასვლა

ჯუზჯანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბუ ომას მიჰაჯ ალ დინ ოსმან სირაჯ ალ-დინ მუჰამად ჯუზჯანი, ჯურჯანი, (დ. 1193, ფირუზქუჰი, ირანი — გ.დაახლოებით 1265, დელი), ირანელი ისტორიკოსი. აღიზარდა ღურის სულთნის ჰარიმხანაში. 1226 გადავიდა ინდოეთში, ეკავა სხვადასხვა მაღალი საერო და სასულიერო თანამდებობა. ავტორია მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებისა "ნასირის თაბახები" ("თაბაყათი-ნასირი"), რომელიც დაწერა 1259-1260. თხზულება შეიცავს საყურადღებო ცნობებს დელის სასულთნოსა და მონღოლთა შემოსევების დროს ირანის პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური ისტორიისათვის.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუზჯანი“-დან