ჯორჯ მილერი (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯორჯ მილერი
George Miller (35706244922).jpg
მილერი 2017 წლის 12 ივლისს სიდნეიში, ავსტრალიაში
მშობ. სახელი George Miller
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1945 (1945-03-03) (73 წლის)
ბრიზბენი, კუინზლენდი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
ალმა-მატერი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, ექიმი
აქტიური 1970-დღემდე
ცნობილი ნაშრომები „შეშლილი მაქსი“, „ბედნიერი თათები“, „ოთხფეხა პატარა“
მეუღლე(ები) სენდი გორი (1985-1992)
მარგარეტ სიქსელი (1995)

ჯორჯ მილერი (ინგლ. George Miller); დ. 3 მარტი, 1945) — ავსტრალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი და ექიმი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ფილმების სერიით „შეშლილი მაქსი“. სერიიდან ორი ფილმი „გზის მეომარი“ და „მრისხანების გზა“ აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფილმებად მის ჟანრში. მილერი ჩართულია სხვადასხვა პროექტებშიც, მათ შორის არის ოსკაროსანი ფილმის „ოთხფეხა პატარა“ და ფილმების სერიის „ბედნიერი თათები“ რეჟისორი.

დაიბადა ბრიზბენში, კუინზლენდში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში. ჯორჯი სწავლობდა იპსუიჩის გრამატიკის სკოლაში, შემდეგ სიდნეის საშუალო სკოლაში.[1] სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „შეშლილი მაქსი“ გადაიღო 1979 წელს, რომელსაც დიდი წარმატება ჰხვდა წილად.

მილერი არი ფილმების მწარმოებელი კომპანიის, Kennedy Miller Mitchell-ის თანადამაარსებელი (ადრე ცნობილი როგორც Kennedy Miller, and Dr. D Studios).

2006 წელს მილერს გადაეცა ოსკარის ჯილდო ფილმისთვის „ბედნიერი თათები“. აგრეთვე მიღებულია აქვს ოსკარის 5 ნომინაცია: ორიგინალური სცენარისთვის (1992), საუკეთესო სურათისთვის, ადაპტირებული სცენარისთვის (1995), საუკეთესო სურათისა და რეჟისორისთვის (2015).[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი მშობლიური სახელი
რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი სხვა
1979 „შეშლილი მაქსი“ Mad Max დიახ დიახ არა არა
1980 „ჯაჭვური რეაქცია“ The Chain Reaction არა არა დიახ დიახ
1981 „შეშლილი მაქსი 2“ Mad Max 2 დიახ დიახ არა დიახ
1983 „ბინდის ზონა: ფილმი: ფილმი“ Twilight Zone: The Movie დიახ არა არა არა
1985 „შეშლილი მაქსი 3“ Mad Max Beyond Thunderdome დიახ დიახ დიახ არა
1987 „ისტვიკელი ალქაჯები“ The Witches of Eastwick დიახ არა არა არა
„გარდატეხის წელი“ The Year My Voice Broke არა არა დიახ არა
1989 „მკვდარი მორევი“ Dead Calm არა არა დიახ დიახ
1991 „ფლირტი“ Flirting არა არა დიახ არა
1992 „ლორენცოს ზეთი“ Lorenzo's Oil დიახ დიახ დიახ არა
1995 „ოთხფეხა პატარა“ Babe არა დიახ დიახ არა
1998 „გოჭი ქალაქში“ Babe: Pig in the City დიახ დიახ დიახ არა
2006 „ბედნიერი თათები“ Happy Feet დიახ დიახ დიახ არა
2011 „ბედნიერი თათები 2“ Happy Feet Two დიახ დიახ დიახ არა
2015 „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ Mad Max: Fury Road დიახ დიახ დიახ არა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. George Miller. Kythera-Family.net (22 May 2004). წაკითხვის თარიღი: 30 June 2011.
  2. Donnelly, Jim. (22 იანვარი, 2016) Oscar Nominations 2016: View The Complete List Of Nominees. The Oscars. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2016.