შინაარსზე გადასვლა

ჯონ პულმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პულმანი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 12 დეკემბერი, 1923
დაბ. ადგილი: თარგი:ქვეყნის მონაცემები დევონშირი ინგლისი
გარდ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1998 (75 წლის)
გარდ. ადგილი: ინგლისის დროშა ქალაქი
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესიონალური კარიერა: 1946—1982
უმაღლესი რეიტინგი: 7
გამარჯვებები ტურნირებზე
სულ გამარჯვება: 18
მსოფლიო ჩემპიონატი: 8 (1957; 1964 (ორჯერ); 1965 (სამჯერ); 1966; 1968)
სხვა ტურნირები: 10

ჯონ პულმანი (ინგლ. John Pulman; დ. 12 დეკემბერი, 1923, ინგლისი, დევონშირი — გ. 25 დეკემბერი, 1998, ქალაქი, ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი.

ბიოგრაფია და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დევონშირში (ინგლისი). 1964 წელს გახდა ინგლისის სნუკერის ჩემპიონატის მოყვარულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული და ამის შემდეგ მალევე მიიღო პროფესიონალის სტატუსი. პირველად სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა 1947 წელს, მაგრამ წააგო საკვალიფიკაციო რაუნდში ალბერტ ბრაუნთან, რომელიც ერთი წლით ადრე ჯონმა დაამარცხა სამოყვარულო პირველობის ფინალში. პალმენი ორჯერ გამოჩნდა ჩემპიონატის ფინალში, 1955 და 1956 წლებში, მაგრამ ორივეჯერ ტიტული დაუთმო ფრედ დეივისს. თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული ინგლისელმა მიიღო 1957 წელს, როდესაც ფინალში დაამარცხა ჯეკი რი ანგარიშით 39:34. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პირველობა არ ტარდებოდა შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, პალმენმა შეძლო თავისი წოდების შენარჩუნება განახლებულ, „ჩელენჯის“ ტურნირზე 1964 წელს — მან თავის კარიერაში მეორედ მოუგო დეივისს, 19:16. ჯონი კიდევ ექვსჯერ გახდა ჩემპიონის თასის მფლობელი (უკანასკნელი — 1968 წელს), მანამ, სანამ თავისი წოდება 1969 წელს სასტარტო მატჩში არ დაკარგა — მაშინ ის დამარცხდა თავის თანამემამულე ჯონ სპენსერთან — ანგარიშით 18:25[1]. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პულმანის პირველი მარცხი 1957 წლიდან.

შემდეგ ჯერზე მან კვლავ მოახერხა ფინალში გასვლა, მაგრამ დათმო უელსელ რეი რიარდონთა, 33:37. ხოლო 1975 წელს ჯონმა მოიგო ახალი ტურნირი — Canadian Open.

ბოლო თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე პულმანმა ჩაატარა 1980 წელს — მაშინ ის პირველ წრეზე დამარცხდა ჯიმ ვიჩთან, 5:10. ორი წლის შემდეგ ჯონი წავიდა პროფესიონალებიდან, რის შემდეგაც სნუკერის მატჩების კომენტატორი გახდა ტელეარხ ITV-ზე

გარდაიცვალა სახლში, კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად.

მიღწევები კარიერაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1969 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატები ტარდებოდა გამოვარდნაზე, ანუ წინა ჩემპიონი იძულებული იყო ეთამაშე პირველ რაუნდში.