შინაარსზე გადასვლა

ჯონ კაუჩ ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.
ჯონ კაუჩ ადამსი
ინგლ. John Couch Adams
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1819(1819-06-05)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლეინასტი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[5] [6]
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 1892(1892-01-21)[1] [2] [7] [3] [4] (72 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[2] [6]
დასაფლავებულია Ascension Parish Burial Ground[3]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი[5] , ასტრონომი[5] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი[2] , სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი[2] , სენტ-ჯონის კოლეჯი[2] და პემბრუკის კოლეჯი[2]
ალმა-მატერი სენტ-ჯონის კოლეჯი[2]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[5] , კოპლის მედალი[8] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[5] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[9] და სმითის პრემია[2]
გავლენა მოახდინეს

ჯონ კაუჩ ადამსი (ინგლ. John Couch Adams; დ. 5 ივნისი, 1819 — გ. 21 იანვარი, 1892, კემბრიჯი) — ინგლისელი ასტრონომი. ლონდონის ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1858 წლიდან). კემბრიჯის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორი (1861 წლიდან). 1845 წელს პლანეტა ურანის მოძრაობაში შეშფოთებათა მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, უ. ლევერიესაგან დამოუკიდებლად, თეორიულად დაასაბუთა ახალი პლანეტის არსებობა. შემდგომში ლევერიეს გაანგარიშების საფუძველზე ეს პლანეტა ტელესკოპით აღმოაჩინეს და ნეპტუნი უწოდეს. ადამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი შრომები ცის მექანიკის დარგში, კერძოდ მთვარის მოძრაობაში საუკუნეობრივი აჩქარების გამოკვლევა. 1855 წელს შეიმუშავა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა რიცხვითი ინტეგრირების სხვაობითი მეთოდი.

მთვარის ხილული მხარის ერთ ერთ კრატერს ჯონ კაუჩ ადამსისა და სხავ ორი ასტრონომის უოლტერ ადამსისა და ჩარლზ ჰიჩკოკ ადამსის პატივსაცემად ეწოდა სახელი ადამსი.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Waterston C. D., Shearer A. M. Former Fellows of The Royal Society of Edinburgh 1783 – 2002, Part 1ედინბურგის სამეფო საზოგადოება, 2006. — გვ. 6.
  6. 6.0 6.1 Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  7. SNAC — 2010.
  8. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  9. https://www.amacad.org/person/john-couch-adams