ჯოზეფ დილეინი
| ჯოზეფ დილეინი | |
|---|---|
| ინგლ. Joseph Delaney | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1945[1] [2] [3] [4] |
| დაბადების ადგილი | პრესტონი |
| გარდაცვალების თარიღი | 16 აგვისტო, 2022[5] (77 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მანჩესტერი |
| ფსევდონიმი | J. K. Haderack |
| საქმიანობა | მწერალი, საბავშვო მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ფენტეზი ლიტერატურა[6] , სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურა[6] და young adult author[6] |
| ენა | ინგლისური ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Lancaster University და Preston Catholic College |
| ჟანრი | საბავშვო ლიტერატურა |
| Magnum opus | The Wardstone Chronicles |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | josephdelaneyauthor.com |
ჯოზეფ ჰენრი დილეინი (ინგლ. Joseph Henry Delaney; დ. 25 ივლისი, 1945) — ბრიტანელი მწერალი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში. მწერლის კარიერა დაიწყო 1990-იანი წლებიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოზეფ დილეინი დაიბადა 1945 წლის 25 ივლისს ინგლისის ქალაქ პრესტონში, ლანკაშირის საგრაფოში. ის სწავლობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიუთაუნარდის პრესტიჟულ გიმნაზიაში Regent House Grammar School. შემდეგ სწავლა გააგრძელა ლანკასტერის უნივერსიტეტში. დილეინი მუშაობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ერთ-ერთ სკოლაში (Blackpool Sixth Form College). მისი დახმარებით აქ გაიხსნა მედიისა და კინემატოგრაფიის დეპარტამენტი. მისი პირველი ნაწარმოები დაწერილი იყო ფსევდონიმით J.K. Haderack. თუმცა არ ჰქონდა არანაირი წარმატება. შემდეგ დილეინიმ დაიწყო წიგნების წერა საკუთარი სახელის გამოყენებით. რამდენიმე წლის შემდეგ მისი წიგნების სერიამ „The Wardstone Chronicles“ — მას დიდი წარმატება მოუტანა. „ჯადოქრის მოწაფე“ მოცემული სერიის პირველი წიგნი იყო.
ჯოზეფ დილეინი წერს ძირითადად ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში. როგორც თვითონ ყვება, მან და მისმა უმცროსმა ძმამ ბავშვობაში ერთი და იგივე კოშმარი ნახეს — ცივმა და საშიშმა ქმნილებამ ისინი სიბნელეში წაიყვანა. ამით ხსნის იმას, თუ რატომ წერს ამ ჟანრში.
დილეინიმ საბოლოოდ დაანება თავი მასწავლებლის პროფესიას და მთელი თავისი დრო დაუთმო წერას. მას ჰყავს სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Joseph Delaney, creator of The Wardstone Chronicles, dies aged 77
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #1067077650 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.