ჯინ კირკპატრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯინ კირკპატრიკი
Jeane Kirkpatrick
ჯინ კირკპატრიკი Jeane Kirkpatrick
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 თებერვალი, 1981 – 1 აპრილი, 1985
პრეზიდენტი  რონალდ რეიგანი
წინამორბედიდონალდ მაკ-ჰენრი
მემკვიდრევერნონ უოლტერსი

დაბადებული19 ნოემბერი, 1926
დუნკანი, ოკლაჰომა, აშშ
გარდაცვლილი7 დეკემბერი, 2006
ბეთესდა, მერილენდი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია (1948-1985), რესპუბლიკური პარტია (1986-2006)
მეუღლეევრონ კირკპატრიკი
შვილები3
განათლებაკოლუმბიის უნივერსიტეტი

ჯინ დუეინ კირკპატრიკი (ინგლ. Jeane Duane Kirkpatrick, დაბადებით ჯორდანი, ინგლ. Jordan; დ. 19 ნოემბერი 1926, დუნკანი, ოკლაჰომა — გ. 7 დეკემბერი 2006) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე. ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 1981-1985 წლებში. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი. ათი წიგნის ავტორი პოლიტოლოგიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წიგნი „დიქტატურა და ორმაგი სტანდარტები: რაციონალიზმი და გონება პოლიტიკაში“.

ჯინ კირკპატრიკს უწოდებდნენ მსოფლიო პოლიტიკის „ცოცხალ ლეგენდას“. იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც ეკავა მაღალი თანამდებობა ქვეყნის ადმინისტრაციაში, პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელსაც ეკავა გაეროს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა და საგარეო დაზვერვის საპრეზიდენტო საბჭოს პირველი ქალი წევრი (1985-1990 წწ.).

შედიოდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში და იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მმართველობის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინ ჯორდანი დაიბადა ოკლაჰომის შტატის ქალაქ დუნკანში. მამამისი იყო ნავთობის ჭაბურღილის მფლობელი, ხოლო დედა — ბუღალტერი. ჯინი 12 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ილიონოისის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანც ნოიმანის ხელმძღვანელობით. 1964 წელს საცხოვრებლად გადავიდა ვაშინგტონში. 1955 წელს ცოლად გაყვა ევრონ კირკპატრიკს. მუშაობდა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. დიდ პოლიტიკაში ჯინი ჩართო ქმარმა, რომელიც იყო ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრის, ჰუბერტ ჰამფრის მრჩეველი.

1979 წელს ჟურნა „Commentary“-ში დაიბეჭდა ჯინ კირკპატრიკის ყველაზე ცნობადი ნაშრომი, მრავალგვერდიანი სტატია „დიქტატურა და ორმაგი სტანდარტები“. სტატია წაიკითხა როლანდ რეიგანმა და მალევე ჯინმა მუშაობა დაიწყო რეიგანის წინასაარჩევნო შტაბში. არჩევნებში რეიგანის გამარჯვების შემდეგ ჯინმა მიიღო გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. 1982 წელს არგენტინა-დიდ ბრიტანეთს შორის გამართული ფოლკლენდის ომის დროს დაიკავა პროარგენტინული პოზიცია. 1985 წლის შემდეგ, რეიგანის ვადის გასვლამდე, მუშაობდა აშშ-ის საზღვარგარეთის დაზვერვის საბჭოში და აშშ-ის თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოში.

1985 წლის ბოლომდე ჯინ კირკპატრიკი იყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. 1985 წელს იგი გახდა რესპუბლიკური პარტიის წევრი. რეიგანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაუბრუნდა პედაგოგიურ სამუშაოს. ასევე მსახურობდა აშშ–ის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ცენტრში უფროს თანამშრომლად.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს ცოლად გაჰყვა ევრონ კირკპატრიკს. მისი მეუღლე გარდაიცვალა 1995 წელს. მათ ჰყავთ სამი შვილი: დაგლას ჯორდანი (1956-2006 წწ.), ჯონ ევრონი და სტიუარტ ალანი.

ჯინ კირკპატრიკს სიცოცხლის ბოლო წლებში გული აწუხებდა. კირკპატრიკი გარდაიცვალა 2006 წლის 7 დეკემბერს, მერილენდის ქალაქ ბეთეზდაში, საკუთარ სახლში, გულის უკმარისობის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]