ჯიმ ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიმ ჯოუნსი

ჯიმ უორენ ჯოუნსი (დ. 13 მაისი, 1931 – გ. 18 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი მქადაგებელი. ადამიანი რომელიც ხელმძღვანელობდა ხალხთა ტაძარს 1955-1978 წლებში. „რევოლუციური თვითმკვლელობა“, იყო ტერმინი, რომელიც მან მიიღო ჰუი პი ნიუტონის ამავე სახელწოდების რომანიდან, ჯონსმა და მისმა ახლო მეგობრებმა დაგეგმეს და მოაწყვეს მასიური მკვლელობა-თვითმკვლელობები. ჯონსმა და ჯონსთაუნში მომხდარმა მოვლენებმა განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა საზოგადოების კულტების აღქმაზე.

ბავშვობაში ჯონსს განუვითარდა მიდრეკილება ორმოცდაათიანელთა მიმართ და ქადაგების სურვილი გაუჩნდა. იგი დაინიშნა ქრისტიან მსახურად ღვთის დამოუკიდებელ ასამბლეაში, გაიჩინა მიმდევრების პირველი ჯგუფი, როდესაც მონაწილეობდა ორმოცდაათიანელთა უკანასკნელი წვიმის მოძრაობაში და სამკურნალო აღორძინებაში 1950-იან წლებში. ჯონსის თავდაპირველად პოპულარული გახდა მოძრაობის გამოჩენილ ლიდერებთან უილიამ ბრენჰემთან და ჯოზეფ მატსონ-ბოზთან კარგი ურთიერთობით, მათი ერთობლივი გამოსვლებითა და მათ მიერ მისი მსახურების მოწონებით. ჯონსმა დააარსა ორგანიზაცია, რომელიც გახდებოდა ხალხთა ტაძარი ინდიანაპოლისში 1955 წელს. 1956 წელს ჯონსი Father Divine და Peace Mission-ის მოძრაობის გავლენის ქვეშ მოექცა. ჯონსი გამოირჩეოდა სამოქალაქო უფლებების აქტივიზმით, დააარსა ტაძარი, როგორც სრულად ინტეგრირებული კრება.

1965 წელს ჯონსმა ტაძარი კალიფორნიაში გადაიტანა. ჯგუფმა თავისი შტაბი ჩამოაყალიბა სან-ფრანცისკოში, სადაც იგი დიდწილად ჩაერთო პოლიტიკურ და საქველმოქმედო საქმიანობაში მთელი 1970-იანი წლების განმავლობაში. 1975 წელს ჯონსმა შეიმუშავა კავშირი კალიფორნიის ცნობილ პოლიტიკოსებთან და დაინიშნა სან-ფრანცისკოს საბინაო ორგანოს კომისიის თავმჯდომარედ. 1960-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ჯონსის მიმართ გაჩნდა უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ჯონსი სულ უფრო მეტად საუბრობდა ტრადიციული ქრისტიანობის უარყოფაზე და დაიწყო ანტიკაპიტალიზმის ისეთი ფორმის პოპულარიზაცია, რომელსაც მან უწოდა „სამოციქულო სოციალიზმი“ და აცხადებდა პრეტენზიას საკუთარ ღვთაებრიობაზე. ჯონსმა სულ უფრო და უფრო დიდი გავლენა მოიპოვა თავის მიმდივრებზე, წარმატების ზენიტში მას 3000-მდე მიმდევარი ჰყავდა. ჯონსის მიმდევრებმა მთელი თავიანთი ქონება ტაძარს შესწირეს.

მედიის საშუალებით გავრცელდა მრავალი ძალადობის ამსახველი ფაქტი, რის გამოც ჯონსმა გაიანაში ბრძანა შენობის აშენება სადაც თავის მიმდევრებს აიძულებდა, რომ მასთან ერთად ეცხოვრათ. მისი თქმით ის აშენებდა ისეთ ადგილს სადაც ხალხი დაცული იქნებოდა აშშ-ს ჩაგვრისგან. 1978 წელს, გამოჩნდა ისეთი რეპორტაჟები, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ჯონესტაუნში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ამერიკის შეერთებული შტატების, წარმომადგენელმა ლეო რაიანმა ჩაატარა ჯონესტაუნის შემოწმება. მან მიაგნო იმ ადამიანებს რომელთაც ტაძრიდან წამოსვლა სურდათ. ცოტა ხნის შემდეგ ჯონსის გამოგზავნილმა მკვლელებმა ლეო რაიანი და კიდე 4 ადამიანი მოკლეს. შემდეგ კი ჯონსმა თავის მიმდივრებს თავის მოკვლა უბრძანა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 909 მიმდევარი და 304 მიმდევრის შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bebelaar, Judy and Ron Cabral. "And Then They Were Gone: Teenagers of Peoples Temple". Sugartown Publishing, 2018. ISBN 978-0-9987096-8-0.
  • Flynn, Daniel J. (2018). Cult City: Jim Jones, Harvey Milk, and 10 Days that Shook San Francisco. ISI Books. ISBN 978-1-61017-151-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]