ხალხთა ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხალხთა ტაძარის ლოგო

ხალხთა ტაძარი — ქრისტიანული სექტა, რომელიც აღიარებულია ყველაზე საშიშად ისტორიაში. იგი დაარსდა ჯიმ ჯონსის მიერ, 1955 წელს, ინდიანაპოლისში. ჯონსის ქადაგებაში ერთმანეთში შერწყმული იყო ქრისტიანული და სოციალისტური ელემენტები, ის ასევე ქადაგებდა რასათა თანასწორობას. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ჯონსის ქადაგება უფრო მეტად პოლიტიკური მიტინგის მსგავსი იყო.[1]

1974 წელს სექტის მიმდევრებმა დააარსეს სოფელი „ჯონსთაუნი“ გაიანას ჯუნგლებში, სადაც მსოფლიოსგან მოშორებით დაიწყეს ცხოვრება. სოფელში იყო არაადამიანური პირობები, მათ შორის 11 საათიანი სამუშაო დღე, წამება. მიუხედავად ამისა, სექტისგან თავის დაღწევის მსურველები თითქმის არ იყვნენ. სოფელში ერთ-ერთი ქუჩა ლენინის სახელობის იყო და ყოველ დილით საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჟღერდა. 1978 წლის 18 ნოემბერს 918-მა სექტის წევრმა, მათ შორის 200-მა ბავშვმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. აგრეთვე, არსებობს ვერსია, რომ ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი მასიური მკვლელობა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]