ჯილ ევანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯილ ევანსი

ევანსი 2014 წელს
დაბადების თარიღი

1959 წლის 8 მაისი (64 წლის)

რონდა, უელსი
ალმა-მატერი

უელსის უნივერსიტეტი,

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი
საქმიანობა ევროპის პარლამენტის წევრი
პარტია უელსის დროშა Welsh
Plaid Cymru (უელსის პარტია)
ევროპის დროშა EU
ევროპული თავისუფალი ალიანსი
მეუღლე(ები) სიდ მორგანი
საიტი http://www.jillevans.net/
შესავლის ვიდეო (ინგლისურად) / (უელსურად)

ჯილ ევანსი (დაბადებული 1959 წლის 8 მაისს) არის უელსის პარტიის წევრი და პოლიტიკოსი, რომელიც ირიცხებოდა ევროპის პარლამენტის წევრთა რიგებს შორის 1999-დან 2020 წლამდე. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა უელსური ენა ევროპის პარლამენტში დებატების მიმდინარეობის დროს.

ევანსი აირჩიეს უელსის პარტიის ერთ-ერთი პირველ წარმომადგენლად ევროპის პარლამენტში 1999 წლის ივნისში და, შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ ხდებოდა მისი ხელახალი არჩევა 2019 წლის უკანასკნელ არჩევნებამდე. იგი იყო მწვანეების/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი 2009-დან 2014 წლამდე და, ამჟამად, არის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი.

ევანსი იკავებდა ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის დეპუტატის თანამდებობას და, ასევე, იგი იყო შვეიცარიის, ნორვეგიის, ევროკავშირი-ისლანდიის საერთო საპარლამენტო კომიტეტის და ევროპის ეკონომიკური სივრცის საერთო საპარლამენტო კომიტეტთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევანსი დაიბადა რონდაში და განათლება მიიღო ტონიფენდის გრამატიკის სკოლაში იმ დროს,[1] როცა ესწრებოდა უელსის პოლიტექნიკურ, ამჟამად, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ლექციებს, სადაც ევანსმა მიიღო მაგისტრის დიპლომი.

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევანსი მუშაობდა მკვლევრის ასისტენტად უელსის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მოგვიანებით, იგი მუშაობდა უელსში, კერძოდ, საჯარო საქმეთა ოფიცრად ქალთა ინსტიტუტის ეროვნულ ფედერაციაში 6 წლის განმავლობაში. საჯარო ოფისში პირველი არჩევნებიდან მოყოლებული, ევანსი იკავებდა პოსტს უნაყოფობის მხარდაჭერის ქსელში.[2]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევანსი იყო პოლიტიკური აქტივისტი, სანამ აირჩევდნენ საჯარო ოფისში და მონაწილეობას იღებდა გრინჰემის სამეფო საჰაერო ძალების კამპანიაში.[3] თავდაპირველად, იგი მონაწილეობდა 1987 წლის საყოველთაო არჩევნებში ტორფანის ოლქში. მოგვიანებით, ევანსი აირჩიეს "რონდას ბოროუს საბჭოში" 1992 წელს, მიდ გლემორგანის ოლქის საბჭოში - 1993 წელს და ყველა მათგანის გაუქმებიდან მოყოლებული, რონდას საბჭოში - 1995 წელს, რის შემდეგაც დატოვა თანამდებობა 1999 წელს.

1993 წელს იგი აირჩიეს უელსის პარტიის რეგიონული კომიტეტის ალტერნატიულ წევრად კანცლერის თანამდებობაზე მუშაობის დროს და მსახურობდა 4 წლის განმავლობაში. ასევე, იგი იყო პარტიის წარმომადგენელი ევროპის თავისუფალ ალიანსში, სადაც მუშაობდა უელსის პარტიის დობილ პარტიებში, მთელი კონტინენტის მასშტაბით. ევანსი გახდა ევროპის პარლამენტის პირველი წევრი, რომელმაც გამოიყენა უელსური ენა დებატებში. ეს მოჰყვა წესების ცვლილებას, რითაც დაუშვეს ევროკავშირის არაოფიციალური ენის გამოყენება, თარგმნიდან მიღებული სარგებლის მიუხედავად. ინგლისურ ენაზე მოხსენების უმეტესი ნაწილის წარმოდგენისას, მან გაიმეორა ძირითადი თეზისები უელსურ ენაზე და განაცხადა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ევროპელი ხალხის მისამართით და, ზოგადად, ევროპისკენ, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით.[4]

ევანსი იყო უელსის პარტიის თავმჯდომარე 1994-დან 1996 წლამდე. იგი აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად უელსში 1999 წლის ივნისში, როდესაც გახდა პარტიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში.[5] იგი ხელახლა აირჩიეს მომდევნო, 2004, 2009, 2014 და 2019 წლებიხ არჩევნებში.[6]

2009–2014 წლების პარლამენტის მოწვევის დროს, ევანსი იყო მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრი - მეოთხე ყველაზე დიდი ჯგუფი პარლამენტში. იგი იყო პარტიის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ევროპის პარლამენტში. ასევე, მან დაიკავა პალესტინის საკანონმდებლო საბჭოსთან ურთიერთობაში დელეგაციის დეპუტატის თანამდებობა.

ევანსი იყო გარემოს, სახალხო ჯანმრთელობის, კვების უსაფრთხოების და ერაყთან ურთიერთობების დელეგაციის კომიტეტის წევრი. იგი იკავებდა სოფლის მეურნეობის კომიტეტის დეპუტატის თანამდებობას.

2014–2019 წლების მოწვევის პარლამენტის წევრობისას, ევანსი იყო ევროპული თავისუფალი ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი და კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი. იგი იკავებდა ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის დეპუტატის პოსტს. ასევე, იგი იყო შვეიცარიის, ნორვეგიის, ევროკავშირი-ისლანდიის საერთო საპარლამენტო კომიტეტის, ევროპული ეკონომიკური სივრცის საერთო საპარლამენტო კომიტეტთთან ურთიერთობების დელეგაციის წევრი.

ევანსი იყო უელსის პარტიის ყოფილი პრეზიდენტი და ბირთვული განიარაღების მიმართულების თავმჯდომარე 2001-დან 2011 წლამდე.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jill campaigns for famous fountain. WalesOnline (17 August 2006).
  2. About Me. Jill Evans MEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-22. ციტირების თარიღი: 2024-02-17.
  3. Greenham women mark missile fight. BBC News (27 August 2001).
  4. Welsh language debut in EU. BBC News (17 November 2004). ციტირების თარიღი: 13 March 2021
  5. Plaid Cymru Annual Conference Speech, Aberystwyth. Jill Evans MEP (12 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი 2024.
  6. Jill EVANS. Europa.
  7. 60 Faces: Jill Evans. ციტირების თარიღი: 30 June 2021