ჯვარილდის უღელტეხილი
იერსახე
ჯვარილდის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°53′29″ ჩ. გ. 42°34′15″ ა. გ. / 42.891528° ჩ. გ. 42.570972° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2880 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
აკავშირებს | ლასკადურისა და ჯუდარის ხეობებს |
ამგებელი ქანები | იურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ჯვარილდის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ განშტოებაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2880 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მიდამო შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით. უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების ლასკადურისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ჯუდარის ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 559.