ჯენი გერჰარდტი
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„ჯენი გერჰარდტი“ (ინგლ. Jennie Gerhardt) ამერიკელი მწერლის თეოდორ დრაიზერის რომანი, რომელიც 1911 წელს გამოქვეყნდა. რომანში მწერალი შეეცადა რეალისტურად აესახა კაპიტალისტური სამყაროს „მაღალი საზოგადოების“ მახინჯი ყოფა, მისი მანკიერი თვისებები.
გერჰარდტების ოჯახის აღწერისას მწერალმა ბევრი ავტობიოგრაფიული ამბავი გამოიყენა. დიდია მსგავსება მოხუც გერჰარდტსა და მწერლის მამას შორის. თავად დრაიზერი ჯენი გერჰატდს თავის ყველაზე საყვარელ გმირად თვლიდა.
რომანში დაპირისპირებულია უბრალო, მშრომელი ადამიანებისა და გამდიდრების ჟინს აყოლილი, მომხვეჭელი კაპიტალისტების ბუნება.