ჯენი ადამსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენი ადამსონი

ჯენი ადამსონი
დაბადების სახელი ჯანეტ ლორელ ჯონსტონი
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1882
კილმარნოკი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 1962
ეროვნება ბრიტანელი
პროფესია პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) უილიამ მერდოკ ადამსონი

ჯენი ადამსონი (ინგლ. Jennie Adamson; დ. 9 მაისი, 1882, შოტლანდია, გ. 25 აპრილი 1962) — ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა პარლამენტის წევრად 1938 წლიდან 1946 წლამდე და იგი გახლდათ კლემენტ ეტლის ომის შემდგომი ლეიბორისტული მთავრობის უმცროსი მინისტრი.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანეტი იყო თომას ჯონსტონის ქალიშვილი. 1902 წელს იგი დაქორწინდა უილიამ მერდოკ ადამსონზე, ტრანსპორტისა და გენერალური მშრომელთა კავშირის თანამშრომელზე, რომელიც გახდა ლეიბორისტული დეპუტატი Cannock-ისთვის.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლიდან 1931 წლამდე ადამსონი იყო ლამბეტ ნორტის ლონდონის საოლქო საბჭოს წევრი. მსახურობდა ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტში 1927-1947 წლებში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1935-1936 წლებში.

ადამსონმა წარუმატებლად იბრძოლა დარტფორდზე 1935 წლის საყოველთაო არჩევნებზე, როდესაც მოქმედმა კონსერვატიულმა დეპუტატმა ფრენკ კლარკმა დაიკავა ადგილი მნიშვნელოვნად შემცირებული უმრავლესობით. თუმცა, კლარკი გარდაიცვალა 1938 წლის ივლისში და 1938 წლის ნოემბერში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, ადამსონმა ადგილი მოიპოვა 4,2%-ით. ქმართან ერთად, იგი გახდა ერთადერთი ცოლ-ქმარი თემთა პალატაში.

საარჩევნო ოლქი გაიყო საზღვრების ცვლილებებში 1945 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის, როდესაც ადამსონი აირჩიეს დიდი უმრავლესობით (ხმების 27%) ახალი ბექსლის ოლქისთვის. იგი მსახურობდა საპარლამენტო კერძო მდივნად 1940-1945 წლებში და საპარლამენტო მდივნად საპენსიო სამინისტროში 1945-1946 წლებში, მინისტრ ვილფრედ პალინგის დროს.

ადამსონი გადადგა პარლამენტიდან 1946 წელს და გახდა უმუშევრობის დახმარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1946 წლიდან 1953 წლამდე. მომდევნო საერთო არჩევნებზე, 1950 წელს, ადგილი მოიპოვა მომავალმა პრემიერ მინისტრმა ედვარდ ჰიტმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Stenton, M., Lees, S. (1981). Who's Who of British Members of Parliament, volume iv (covering 1945-1979). Sussex: The Harvester Press; New Jersey: Humanities Press. ISBN 0-391-01087-5