ჯეკი ბრაუნი (ფილმი)
„ჯეკი ბრაუნი“ | |
---|---|
ჟანრი | კრიმინალური |
დამდგმელი რეჟისორი | კვენტინ ტარანტინო |
პროდიუსერი | ლოურენს ბენდერი |
სცენარის ავტორი | კვენტინ ტარანტინო |
ნაწარმოები | ელმორ ლეონარდის „რომის პუნში“ |
როლებში |
პემ გრიერი რობერტ ფორსტერი სამუელ ლ. ჯექსონი |
ოპერატორი | გილერმო ნავარო |
მონტაჟი | სალი მენკე |
სტუდია | A Band Apart |
დისტრიბუტორი | Miramax Films |
გამოსვლის თარიღი | 25 დეკემბერი, 1997 |
ხანგრძლივობა | 154 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $12 მლნ |
შემოსავალი | $72 673 162 |
ჯეკი ბრაუნი (ინგლ. Jackie Brown) — კვენტინ ტარანტინოს 1997 წლის კრიმინალური ფილმი. ეს იყო ტარანტინოს მესამე ფილმი „ცოფიანი ძაღლებისა“ და „მაკულატურის“ შემდეგ. მთავარი როლის შემსრულებლები, პემ გრიერი და რობერტ ფორსტერი ხანგრძლივი კარიერის მქონე მსახიობები იყვნენ, თუმცა ამ ფილმამდე არცერთი მთავარი როლი არ ჰქონდათ შესრულებული.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტიუარდესა ჯეკი ბრაუნი (პემ გრიერი) კონტრაბანდისტია და იარაღით მოვაჭრეებს ეხმარება. მისი საქმე ცუდად წავა, როცა ფედერალური აგენტები მას ჩანთაში დიდი ოდენობით ფულს აღმოუჩენენ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისუფლების შენარჩუნება, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და პოლიციას იარაღით მოვაჭრის, ორდელ რობის (სამუელ ლ. ჯექსონი) დაჭერაში დაეხმარება. ბრაუნი გადაწყვეტს, ითანამშრომლოს პოლიციასთან და ამასთანავე, მოიპაროს ნახევარი მილიონი დოლარი, რაშიც მას მეგობარი მაქსი (რობერტ ფორსტერი) დაეხმარება.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პემ გრიერი — ჯეკი ბრაუნი
- სამუელ ლ. ჯექსონი — ორდელ რობი
- რობერტ ფორსტერი — მაქს ჩერი
- ბრიჯიტ ფონდა — მელანი რალსტონი
- მაიკლ კიტონი — რეი ნიკოლეტი
- რობერტ დე ნირო — ლუის გარა
- კრის ტაკერი — ბომონ ლივინგსტონი
- მაიკლ ბოუენი — მარკ დარგუსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|