ჯაშუშური თამაშები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაშუშური თამაშები
Spy Game
რეჟისორი ტონი სკოტი
პროდიუსერი მარკ აბრაჰამი
დუგლას ვიკი
თომას ბლიზი
სცენარის ავტორი მაიკლ ფროსტ ბეკნერი
დევიდ არატა
როლებში რობერტ რედფორდი
ბრედ პიტი
კეტრინ მაკორმაკი
კომპოზიტორი ჰარი გრეგსონ-უილიამსი
ოპერატორი დენიელ მინდელი
მონტაჟი კრისტიან ვაგნერი
სტუდია Beacon Pictures
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • ნოემბერი 19, 2001 (2001-11-19)
ხანგრძლივობა 126 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $115 მილიონი
შემოსავალი $143,049,560

ჯაშუშური თამაშები (ინგლ. Spy Game) — პოლიტიკური ტრილერი, რეჟისორ ტონი სკოტის დრამა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება 1990-იან წლებში. სანამ პენსიაზე გავა, თავის ბოლო სამუშაო დღეს, ცსს-ის ოპერი ნათან მიური იგებს, რომ მისი აგენტი ტომ ბიშოპი ჩინეთში დააკავეს. ოფიციალური ვერსია — ჯაშუშობა. საქმემ შეიძლება არასასურველი სახე მიიღოს, ჩინეთისა და აშშ-ის მაღალი წრეების მომავალი შეხვედრის წინ. ნათანს ძალიან ცოტა დრო დარჩა - 24 საათის შემდეგ ბიშოპს ჩამოახრჩობენ. ცსს-ის შტაბ-ბინაში საგანგებო სხდომა იმართება — მიურს მის ყველა საგარეო კავშირზე კითხვებს უსვამენ. ისიც იხსენებს ყველა იმ მნიშვნელოვან ოპერაციას, დაწყებული ვიეტნამიდან, სადაც ის და ბიშოპი ერთად მოქმედებდნენ, წინა დღემდე. 1980-იანების დასაწყისში აღმოსავლეთ გერმანიის ოპერაციის დროს მიურმა ბიშოპის მიერ გადაბირებული აგენტი მოკლა. ამის გამო მათ შორის ურთიერთობა გაცივდა. მიური უხსნიდა უკმაყოფილო ბიშოპს, რომ აგენტებმა შესაძლოა მაღალი დონის, ურთულეს თამაშში უბრალო მონეტის როლი ითამაშონ. თუ გახდება საჭირო მის შეწირვა, ამის გაკეთება აუცილებელია ნებისმიერ სიტუაციაში.

1985 წელს, ლიბანის ოპერაციების დროს, ბიშოპმა ელიზაბეტ ჰედლი გაიცნო. ჰედლი, სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მუშაკი, ლიბანში იყო გამწესებული. ტომსა და ელიზაბეტს შორის გრძნობა გაჩნდა, რაც მიურმაც გაიგო. ის შიშობდა, რომ ეს კავშირი ბიშოპს მოვალეობის შესრულებაში შეუშლიდა ხელს და ჰედლი ჩინეთის ციხეში ჩაასმევინა. ბიშოპი, შეყვარებულის ციხიდან გამოხსნის მცდელობის დროს ხელში ციხის მცველებს ჩაუვარდა. ნათანი იყენებს მთელ თავის ცოდნას, კავშირებსა და ფულს. ცსს-ის უფროსის მხარდაჭერით, მიური აწყობს სამხედრო ოპერაციას და ბიშოპსა და ჰედლის ციხიდან ათავისუფლებს.
ფილმის ფინალური კადრები: მოქმედება ვითარდება ჩინეთში, სადაც ბიშოპი და ჰედლი მიფრინავენ ვერტმფრენით ამერიკული ბაზისკენ, ცსს-ის შენობაში, სადაც სრულდება შიდა გამოძიება. პილოტის, სრულიად შემთხვევით ნათქვამით ფრაზით ხვდება, თუ ვინ გადაარჩინა ის და ჰედლი. ზუსტად ამ დროს, ცსს-ის მეთაურები, უკვე გათავისუფლებული მიურისგან მომხდარის შესახებ ყველაფერს დეტალურად იგებენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
რობერტ რედფორდი ნათან მიური ნათან მიური
ბრედ პიტი ტომ ბიშოპი ტომ ბიშოპი
დევიდ ჰემინგსი ჰარი დანკანი ჰარი დანკანი
კეტრინ მაკკორმაკი ელიზაბეტ ჰედლი ელიზაბეტ ჰედლი
სტივენ დილეინი ჩარლზ ჰარკერი ჩარლზ ჰარკერი
ლარი ბრიგმანი ტროი ფოლგერი ტროი ფოლგერი
მერიენ ჟან-ბატისტა გლედის ჯენიპი გლედის ჯენიპი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]