ჯაღმიანის ნაკოშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაღმიანის ნაკოშკარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღმიანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაკოშკარი მდებარეობს სოფელ ჯაღმიანის შესასვლელში, სამანქანე გზიდან ხელმარცხნივ, მკვეთრად შემაღლებულ ბორცვზე. მისგან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. კედლის წყობა დასავლეთით იკითხება. კოშკი ნაგებია დიდი ზომის (0,55X1,13X1,44 მ.) ქვის ლოდებით. ის დასავლეთით სოფელ სეთურნს გადაჰყურებს, აღმოსავლეთით კი ჯაღმიანსა და კაიშაურნს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35102