ჯარილგაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯარილგაჩი
მშობ. სახელი: უკრ. Джарилгач

ჯარილგაჩის მარილიანი ტბები
გეოგრაფია
მდებარეობა შავი ზღვა
კოორდინატები 46°01′35″ ჩ. გ. 32°56′35″ ა. გ. / 46.02639° ჩ. გ. 32.94306° ა. გ. / 46.02639; 32.94306
ფართობი 56 კმ²
სიგრძე 42 კმ
სიგანე 4,6 კმ
უმაღლესი წერტილი 2 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2013)

ჯარილგაჩი (უკრ. Джарилгач) — კუნძული შავი ზღვის კარკინიტის ყურეში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის უკრაინის ხერსონის ოლქს. ფართობი — 56 კმ². სიმაღლე — 2 მ. დაუსახლებელია. წაგრძელებული ფორმისაა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 42 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 4,6 კმ-ზე. კუნძულზე ბევრია ლიმანური ტბა, რომლებიც მეტწილად მარილიანია. რელიეფში გვხვდება ქვიშის დიუნები, სანაპირო დაჭაობებული დაბლობები, ლიმანები, ცელები. სანაპირო აკუმულაციური ტიპისაა. არის ხელოვნური მტკნარი წყალსატევები და 3 არტეზიული ჭაბურღილი. მდინარეები არ გვხვდება. დამახასიათებელია ზომიერად კონტინენტური ჰავა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2 °C. ივლისის საშუალო ტემპერატურა 22 °C. იანვრის –2 °C. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა –27 °C, აბსოლუტურ მაქსიმალური 50 °C. ნალექები დაახლოებით 400 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2300 სთ. წელიწადში. კუნძულზეა ჯარილგაჩის ეროვნული ბუნებრივი პარკი, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია მდელოს, ჭაობისა და მლაშობის მცენარეულობა, ცენტრალურ ნაწილში — სტეპი და მდელოები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]