ჯანბასყალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანბასყალა — ძველი წელთაღრიცხვის IV ს -ახალი წელთაღრიცხვის I ს ციხესიმაგრის ნანგრევები ყიზილყუმის უდაბნოში (ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა, უზბეკეთი). წარმოადგენს გალავნით გარშემორყმულ სწორკუთხედს (200 მ X 170 მ), რომელიც 2 უბნადაა გაყოფილი. არქეოლოგიური გათხრების დროს (1930 წ, ს. ტოლსტოვი) გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობანი და თემის საკულტო ადგილი, სადაც ცეცხლის კვალი იყო შემორჩენილი. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]