ჯამლიჰემშილის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯამლიჰემშილის ხიდი — ხიდი თურქეთში, ფორტუნას და აიდერის ხეობების შესართავიდან 200 მეტრში, ზილ-კალესაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. არდაშენიდან ხიდამდე 21,7 კმ-ია. ამ ხიდს ადგილობრივი მოსახლეობა კონაკლარის ხიდსაც უწოდებს. ხიდის დიდი ნაწილი განახლებულია. მისი თაღი ნახევარწრიულია, ბოლოები საგულდაგულოდ ამოყვანილ ბურჯებზეა დასმული. საკუთრივ ბურჯები კი კლდოვან ქანზეა დაშენებული. ხიდის თაღის საპირე ქვები კარგადაა დამუშავებული. ემჩნევა, რომ ხიდის მოაჯირი ბოლო პერიოდშია განახლებული. მისი საერთო სიგრძე 30 მ-ია, სიგანე 2,40 მ., სასიარულო დონე — 2 მ., ხიდის სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 18,5 მ-ია. სიმაღლე წყლის დონიდან თაღის ზედაპირამდე — 8,70 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 73-74.