ჯავანშირის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუკა

ჯავანშირის მაზრა (რუს. Джеванширский уезд) — რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი ყოფილი უეზდი (ადმინისტრაციული ერთეული), რომლის ცენტრალური ქალაქი 1869–1918 წლებში იყო ტარტარი.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯავანშირის უეზდი შედგებოდა ორი ნაწილისაგან, ესენი იყო: ჯრაბერდის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბლობი და სამხრეთ-დასავლეთ მთიანეთი. ფართობი მოიცავდა 4 818,4 კვადრატულ ვერსს, [2] მეორე ნაწილი, სახელწოდებით „არანი“, ზაფხულის პერიოდში ცხელი და მშრალი კლიმატით გამოირჩეოდა, რამაც მოსახლეობის სეზონური გადანაცვლება გამოიწვია მაღალმთიანი ადგილებისკენ. რეგიონში ზამთარი ზომიერი და მოკლე იყო. უეზდის შუა ნაწილი მდებარეობდა ბორცვებზე და მდიდარი იყო ტყით. სამხრეთის ნაწილი ძირითადათ მთიანი რელიეფისგან შედგებოდა.

უეზდის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ტარტარი, რომელიც მდებარეობდა ელიზაბედპოლ-შუშას გზაზე, დაახლოებით 681,6-ვერსის დაშორებით ელიზავეტპოლისგან.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯავანშირისა და ჯიბრაილის მაზრების ტერიტორია უწინ ყარაბაღის სახანოს შემადგენლობაში იმყოფებოდა. 1869 წელს შეიქმნა შუშა, ჯავანშირის უეზდის ჩრდილოეთ ნაწილისგან. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და 1918 წელს დაარსდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, შუშა და ჯავანშირი ისევე როგორც ამ ტერიტორიაზე მდებარე სხვა რეგიონები გახდა აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიული დავების გამომწვევი მიზეზი. 1919 წლის აგვისტოში, დროებითი შეთანხმების შედეგად, შუშაში ჯავანთირსა და ჯაბრაილში ბრიტანეთის ბრძანებით დანიშნეს აზერბაიჯანის გუბერნატორი გენერალ-ხოსროვ ბეი სულთანოვი.[4][5][6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უიეზდის მოსახლეობა 72 719 ადამიანს შეადგენდა, აქედან 52 041 იყო აზერბაიჯანელი თურქი, ხოლო 19 551-ს შეადგენდნენ სომხები.[7][8] მაზრას ტერიტორია სულ მოიცავდა 213 სოფელს. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით იყო დაკავებული. უეზდის დაბლობ ნაწილში მცოვრები მოსახლეობა კი ძირითადათ დაკავებული იყო მეურნეობითა და მებაღეობით. რეგიონში მდებარე მთიანი ნაწილები მთის საძოვრებად გამოიყენებოდა პირუტყვისთვის. რეგიონის დაბლობ ნაწილებში გაშენებული იყო ქერი და ხორბალი. ასევე მოჰყავდათ ბამბა, ბრინჯი და სხვა უამრავი სახის მცენარე. 1891 წლის სოფლის მეურნეობის მონაცემებით, მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა შეადგენდა 52 800-ს, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის კი 112 000-ს. აქ მდებარეობდა 34 ქარხანა, რომელთა მთლიანი წარმოება შეადგენდა 37 914 რუბლს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Джеванширский уезд // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21. 
  2. Брокгауз-Ефрон и Большая Советская Энциклопедия. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21.
  3. 3.0 3.1 Энциклопедический Словарь. Джеванширский уезд. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21.
  4. Hille, Charlotte (2010) State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Leiden, the Netherlands: Koninklijke Brill NV, გვ. 165–166. ISBN 978-90-04-17901-1. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21. 
  5. Общие сведения об административно-территориальном делении. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21.
  6. Allworth, Edward (1994) Muslim communities reemerge: historical perspectives on nationality, politics, and opposition in the former Soviet Union and Yugoslavia. United States: Duke University Press, გვ. 51. ISBN 978-0-8223-1490-5. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21. 
  7. Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 года.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21.
  8. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. წაკითხვის თარიღი: 2011-01-21.