ჯადოქრის პირამიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯადოქრის პირამიდა

ჯადოქრის პირამიდამექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ უქსმალში მაიას ტომის ხალხმა ააგო ახ. წ. 700-1000 წლებში. XV საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა. ლეგენდის თანახმად, ჯადოქრის 39-მეტრიანი პირამიდა ერთ ღამეში ააგო ღმერთ-ჯადოქარმა იტცამნამ. არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ეს პირამიდა ხუთ ეტაპად შენდებოდა. უსქმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. პირამიდის დასავლეთი კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: