ხუჭუჭა
ხუჭუჭა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Beckmannia syzigachne | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Beckmannia | ||||||||||||||
|
ხუჭუჭა (ლათ. Beckmannia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. გვარში ორი სახეობაა.
გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა – Beckmannia cruciformis; ხუჭუჭა მეჩხერკორდიანი მცენარეა, გრძელი, მხოხავი ყლორტები აქვს. ღეროს სიმაღლე 15 (იშვიათად 30) სმ-ს აღწევს.
იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში მთის შუა სარტყელამდე ჭაობებსა და ტენიან მდელოებზე, მდინარისა და არხის პირზე. ხუჭუჭა ბალახისმჭამელებისათვის კარგი საკვები მცენარეა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. მიქელაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 521.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Jepson Manual Treatment (ინგლისური)
- Grass Manual Treatment დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)