ხუტორი
Jump to navigation
Jump to search
ხუტორი — ერთკომლიანი სასოფლო დასახლება გავრცელებული აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინაში, ყუბანსა და დონზე ხუტორი ერქვა დასახლებას სოფლისა და სადგურის გარეთ. რუსეთში ხუტორები ჩამოყალიბდა კაპიტალიზმის განვითარების შედეგად. რუსეთში ხუტორებს განვითარებას ხელს უწყობდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა, როგორც თემის რღვევის ერთ-ერთი საშუალება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 520.