ხუან დე ერერა

ხუან ბატისტა დე ერერა ( ესპ. Juan de Herrera; დ. 1530, მოველიანი, სანტანდერი — გ. 15 იანვარი, 1597, მადრიდი) — ესპანელი არქიტექტორი და მეცნიერი, გვიანდელი აღორძინების წარმომადგენელი, რენესანსის ხუროთმოძღვრების ე.წ. ”შეულამაზებელი” სტილის შემქმნელი.
ერერა XVI ს. ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არქიტექტორი იყო. როგორც აღორძინების პერიოდის პროგრესული ადამიანი მეცნიერების მრავალი დარგით იყო დაინტერესებული. მისი ნამუშევარი ”Discurso sobre la figura cúbica («მოხსენება კუბისტურ ფორმაზე») მკაფიოდ ასახავს მის ცოდნას გეომეტრიასა და მათემატიკაზე.
ხუან დე ერერა წარმოშობით დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, ასტურიის პროვინციის ქალაქ მოველიანიდან. 1548 წლის გაზაფხულამდე სწავლობდა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლება ბრიუსელში განაგრძო. 1551 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა კარლოს V-ის სამხედრო კამპანიებში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტატიები BNE იდენტიფიკატორით
- გვერდები წითელბმულიანი იდენტიფიკატორით
- სტატიები BNF იდენტიფიკატორით
- სტატიები CANTIC იდენტიფიკატორით
- სტატიები GND იდენტიფიკატორით
- სტატიები ISNI იდენტიფიკატორით
- სტატიები KULTURNAV იდენტიფიკატორით
- სტატიები LCCN იდენტიფიკატორით
- სტატიები NTA იდენტიფიკატორით
- სტატიები RKDartists იდენტიფიკატორით
- სტატიები SUDOC იდენტიფიკატორით
- სტატიები Trove იდენტიფიკატორით
- სტატიები ULAN იდენტიფიკატორით
- სტატიები VIAF იდენტიფიკატორით
- ვიკიპედიის სტატიები WorldCat-VIAF იდენტიფიკატორით
- ესპანელი არქიტექტორები
- დაბადებული 1530
- გარდაცვლილი 15 იანვარი
- გარდაცვლილი 1597