ხსოვნის კედელი (ბატაისკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხსოვნის კედელი
რუს. Стена Памяти
კოორდინატები 47°08′02″N 39°45′27″E / 47.1339° ჩ. გ. 39.7576° ა. გ. / 47.1339; 39.7576
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1975
გარე სურათები
მემორიალი - ხსოვნის კედელი

ხსოვნის კედელი (რუს. Стена Памяти) — მემორიალური კომპლექსი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მემორიალური კომპლექსი ხსოვნის კედელი ქალაქ ბატაისკში, გაიხსნა 2006 წლის 9 მაისს. მემორიალი მდებარეობს ვ. ლენინის სახელობის პარკში. მემორიალი შეიქმნა იმ მოქალაქეების პატივსაცემად, ომლებიც სხვადასხვა დროსდაიღუპნენსამხედრო და ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულებისას.

XX საუკუნის 50-იან წლებში ქალაქში, კინოთეატრთან ახლოს მდებარეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბატაისკის გათავისუფლებისათვის დაღუპული ჯარისკაცების საძმო სასაფლაო, სადაც დასაფლავებული იყო ამ ომში დაღუპული 996 ჯარისკაცი. 1958 წელს სასაფლაოსთან დადგეს ძეგლი, რომელიც დღემდე არაა შემორჩენილი. ძეგლი შედგებოდა ორი ჯარისკაცის ფიგურისაგან, რომელიც მთელი ტანით იყო გამოსახული. ერთ-ერთ მეომარს მარჯვენა ხელში ავტომატი ეჭირა, იგი მარცხენა ხელით დაყრდნობილი იყო მეორე ჯარისკაცის მხარზე, რომელიც იყო დაჩოქილი. თაბაშირის ეს ძეგლი ორ მეტრზე მაღალი იყო.

1967 წელს სასაფლაოსთან დადგეს ძეგლი, რომელიც ეძღვნებოდა სამოქალაქო ომის (1918-1925 წწ.) გმირებს. მეტალის დაფაზე ამოკვეთილი იყო ომში დაღუპული წითელარმიელი ჯარისკაცების სახელები. ამ ძეგლზე გამოსახული იყო ჯარისკაცი ხელში შაშხანით. ძეგლის სიმაღლე იყო დაახლოებით 3,5 მეტრი.

1970-იან წლებში ბატაისკში ქალაქის სხვადასხვა საფლავებიდან გადმოასვენეს დაღუპული მეომრების ნაშთები. 1975 წელს აქ დადგეს მემორიალი სახელად „ხსოვნის კედელი“. ბეტონის ნახევარწრიულ ბეტონის ფილებზე დაკიდეს მემორიალური დაფები, რომელზეც დააწერეს სხვადასხვა დროს ქალაქის გათავისუფლებისათვის დაღუპულ ჯარისკაცების სახელი და გვარები.

1975 წლიდან მემორიალთან მუდმივად იდგა ბატაისკის სკოლის მოსწავლეთა საპატიო ყარაული. გარდაქმნის პერიოდში დავიწყებული ტრადიცია აღადგინეს 2005 წელს. 1975 წელს მემორიალთან აანთეს მუდმივი ცეცხლი.

2005 წელს მემორიალთან შეიქმნა დიდების ხეივანი, სადაც დააყენეს საბჭოთა კავშირის გმირების ი. ლუპირევის, ა. კოტოვას, ვ. ბოგდანენკოს, გ. ინოზემცევის, ნ. ლეონოვას, პ. პოლოვინკოს და რუსეთის გმირების ვ. პერშიკოვას და ვ. გრეჩანიკას ბიუსტები. ნახევარწრიული კედლის წინ დგას სკულპტურა, რომელზეც გამოსახულია ომის ვეტერანი ჯოხით და მის მახლობლად ფეხზე მდგომი ბიჭი, რომელსაც ხელში ვეტერანის სამხედრო ქუდი უჭირავს.

ხსოვნის კედლის მემორიალის ავტორია, მოქანდაკე, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი (2004 წ.) ანატოლი სკნარინი. დღეისათვის მემორიალი მოიცავს ძმათა სასაფლაოს მუდმივი ცეცხლით, დიდების ხეივანს და ხსოვნის კედელს. მემორიალთან საზეიმო დღეებში იმართება მოქალაქეთა მიტინგი, ძმათა სასაფლაოს კი ამკობენ ყვავილებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]