ხოძის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხოძის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. შემორჩენილია ხუთი სართულის დონე. მეორე სართულზე, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი. ჩრდილოეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ კედელს მიჯრილი აქვს გალავნის კედლის ფრაგმენტი. კოშკის გარშემო ნაგებობათა ნაშთებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004