შინაარსზე გადასვლა

ხვანჭკარის ნაციხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხვანწკარის ნაციხარი — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, აგებულია შუა საუკუნეებში.

ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სოფლის სასაფლაო და წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს. ციხე მთლიანად დანგრეულია. სამხრეთის მხრიდან შემორჩენილია კედლის სტრუქტურა, რომელიც დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლისაა. ნაგებია უხეშად დამუშავებული კლდის შედარებით მოზრდილი ქვებისგან. ციხის ტერიტორიაზე რკინის ჯვარია აღმართული. აქედან ხელისგულივით მოსჩანს რიონის ხეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39394