ხელოსანი (მოხელე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხელოსანი (მოხელე, სახელოს მფლობელი) — გვიანფეოდალურ საქართველოში სახელოს სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელე. ხელოსნები იყვნენ მსხვილი სოფლების გამგებლები. მე-19 საუკუნის საქართველოში ამ პოსტს შეესაბამებოდა მამასახლისის თანამდებობა. ამ სახელოს მფლობელი იყო ან აზნაური, ან მსახური. მსახურები გლეხთა შორის ყველაზე მაღლა იდგნენ და მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ (მათ ევალებოდათ საპატიო სამსახური — მოლაშქრეობა, ქეშიკობა და ა.შ. სანიმუშო სამსახურისათვის ბევრი მათგანი აზნაურის წოდებას იღებდა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქველი ჩხატარაიშვილი. გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბილისი, „მეცნიერება“, 1985, გვ. 8-9