ხელოვნების მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხელოვნების მოედანი
Площадь Искусств
კოორდინატები 59°56′14″N 30°19′54″E / 59.937222° ჩ. გ. 30.331667° ა. გ. / 59.937222; 30.331667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7800000092

ხელოვნების მოედანი (რუს. Площадь Искусств) — მოედანი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში, საინჟინროსა და იტალიურ ქუჩებს შორის.

მოედნის ანსამბლში შედის მიხაილოვსკის სასახლე (რომელშიც ამჟამად განთავსებულია რუსული მუზეუმი), მიხაილოვსკის თეატრი (ყოფილი მ. პ. მუსორსკის ოპერისა და თეატრის აკადემიური თეატრი), გოლენიშევა-კუტუზოვის სახლი, მუსიკალური კომედიის თეატრი, რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, დ. დ. შოსტაკოვჩის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის შენობა და სასტუმრო „ევროპა“. შეიქმნა ცნობილი არქიტექტორის კარლ როსის პროექტს მხედვით XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

მოედნის სკვერში 1957 წელს აღმართეს ალექსანდრე პუშკინის ძეგლი, რომელზეც მუშაობდნენ მოქანდაკე მიხეილ ანიკუშინი და არქიტექტორი ვასილი პეტროვი. შედის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში, რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

თავდაპირველად ეწოდებოდა მიხაილოვსკის მოედანი. სახელი ცნობილი იყო 1834 წლიდან და მიიღო მიხაილოვის სასახლისაგან. პარალელურად 1836-1846 წლებში გამოიყენებოდა სახელწოდება მიხაილოვსკის სასახლის მოედანი.

1920-იანი წლების დასაწყისში მოედანმა მიიღო სახელწოდება ლასალის მოედანი, გერმანელი სოციალისტის ფერდინანდ ლასალის პატივისცემის ნიშნად.

1940 წლის 26 სექტემბრიდან მოედანმა მიიღო სახელწოდება ხელოვნების მოედანი, რადგან მოედანზე მდებარეობს ფილარმონიის დიდი დარბაზი, მცირე საოპერო თეატრი, რუსული მუზეუმი და კულტურისა და ხელოვნების სხვა დაწესებულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 143. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 97. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 51. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]