ხელანშანის ქედი
იერსახე
| ხელანშანის ქედი | |
|---|---|
ხელანშანის ქედი | |
| კოორდინატები: 38°54′ ჩ. გ. 105°58′ ა. გ. / 38.900° ჩ. გ. 105.967° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა მონღოლეთი ნინსია-ხუეი |
| უმაღლესი წერტილი | ხელანშანი |
| სიმაღლე | 3556 მ |
| ფართობი | 673 400 კმ² |
| სიგრძე | 180 კმ |
| სიგანე | 50 კმ |
ხელანშანი, ალაშანი, ძიალანშანი — ქედი ჩინეთში, შიდა მონღოლეთისა და ნინსია-ხუეის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია ალაშანის უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ხუანხეს მარცხენა სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 180 კმ-ზე. სიგანე 15-50 კმ ფარგლებშია. კალთები ციცაბოა, ძლიერაა დანაწევრებული. საშუალო სიმაღლეები 2000 მ აღწევს. მაქსიმალური სიმაღლე 3556 მ (მთა ხელანშანი). წყალგამყოფი ხაზი წარმოდგენილია რელიეფის ალპური ტიპის ვიწრო დაკბილული თხემით. აგებულია კამბრიუმამდელი გნაისებით, პალეოზოური კირქვებითა და ფიქლებით. მთისწინეთში — უდაბნოა, უფრო მაღლა მთის ბუჩქნარის სტეპი და მდელოების ცალკეული მონაკვეთები, ხოლო ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ექსპოზიციის კალთებზე წიწვოვანი ტყის კუნძულები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხელანშანის ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)