ხევსურეთის არაგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხევსურეთის არაგვი

მდინარე ხევსურეთის არაგვი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველო
სათავე ხევსურეთის ქედი
სიგრძე 24 კმ
აუზის ფართობი 305 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ხევსურეთის არაგვი ვიკისაწყობში

ხევსურეთის არაგვი — მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, 2635 მ სიმაღლეზე. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 305 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე, წყალმცირობა – ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — ბლოსწყალი, როშკისწყალი; მარცხ. — გუდანისჭალა, ლიქოკისხევი.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,9 მ3/წმ.

ლიტერატურა