ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — თბილისი
ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′04″ ჩ. გ. 44°49′12″ ა. გ. / 41.684583° ჩ. გ. 44.820000° ა. გ. / 41.684583; 44.820000
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი კრწანისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1846-1854

ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაქართული მართლმადიდებლური (ყოფილი ბერძნული) ეკლესია თბილისში (კრწანისის რაიონი). მდებარეობს ხარფუხში, იოსებ გრიშაშვილისა და ეფრემ მცირის ქუჩებს შორის, დამრეც ფერდობზე (კარლო ჩხეიძის ქ. №3).

გვიან შუა საუკუნეებში ამჟამინდელი ეკლესიის ადგილას საბაჟო იყო. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მშენებლობას დეკანოზ ვასილი ანდრიანოვის თაოსნობით 1846 წელს ჩაუყარეს საფუძველი თბილისის მიდამოებში 1833 წელს ანატოლიიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აგურით ნაშენი და მოლურჯო შორენკეცით დახურული გუმბათიანი ეკლესია არქიტექტორ იაკობ ივანოვის პროექტით არის აგებული. ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ჩასმული ფილების სამენოვანი წარწერა (ბერძნული, ქართული და რუსული) ეკლესიის მშენებლობის დასრულების განსხვავებულ თარიღს იძლევა: ქართული — 1854, რუსული და ბერძნული — 1853.

ეკლესიაში წირვა-ლოცვა ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმდა და სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, 1980-იან წლებში აქ საპატრიარქოს ბიბლიოთეკა განთავსდა. 1990 წელს აღდგა ღვთისმსახურება, ამჯერად ქართულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3590