ხანჭკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანჭკოლა
Mainelupin.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: ხანჭკოლა
ლათინური სახელი
Lupinus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვისპირეთი და ჩრდილოეთი ამერიკა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. ევროპაში ფართოდაა გავრცელებული 3 ერთწლოვანი სახეობა: წვრილფოთოლა, თეთრი და ყვითელი ხანჭკოლა, აგრეთვე 1 მრავალწლოვანი სახეობა. აქვს სწორმდგომი დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, მთავარღერძიანი ფესვი, თათისებრ რთული ფოთოლი, ვერტიკალური მტევან-ყვავილედი, მრავალთესლიანი პარკი. ერთწლოვანთა სავეგეტაციო პერიოდი 80-155 დღეა. კარგად იზრდება ტენიან პირობებში, შავმიწებზე, ტყის ყომრალ ნიადაგებზე და იძლევა პროტეინით მდიდარ ვეგეტატიურ მასას. იყენებენ საქონლის საკვებად, ზოგს მწვანე სასუქად. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]