ხალხთა კარიბჭე
ხალხთა კარიბჭე, ასევე ცნობილი, როგორც ქსერქსეს კარიბჭე — არქიტექტურული ძეგლი პერსეპოლისის ტერიტორიაზე, ირანი. ხალხთა კარიბჭის აგების ბრძანება გასცა დარიოს I-ის (ძვ. წ. 522-486 წწ.) ვაჟმა ქსერქსე I-მა (ძვ. წ. 486-465 წწ.)[1], რომლის შესახებაც ირკვევა XPa-ს სახელით ცნობილი წარწერის მიხედვით.[2]
ნაგებობა შედგებოდა ერთი დიდი ოთახისგან, რომლის სახურავი ეყრდნობოდა ზარის ფორმის საყრდენების მქონე ქვის ოთხ სვეტს. გარე კედლები, ფართო ბლოკით იყო მორთული, ხშირი ნიშებით. სამივე კედლიდან თითოეულს, აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით, ქვის ძალიან დიდი კარი ჰქონდა. დასავლეთის კართან აღმართული იყო წყვილი მასიური ხარის გამოსახულება. სამხრეთით მდებარე კარი ყველაზე დიდია და იხსნება აპადანის მხარეს. ყველა კარის შიდა კუთხეებზე აღმოჩენილი მბრუნავი მოწყობილობები მიუთითებს იმაზე, რომ მათ უნდა ჰქონოდათ ორფრთიანი კარები, რომლებიც შესაძლოა ხისგან ყოფილიყო დამზადებული და დაფარული იყო ორნამენტირებული ლითონის ფურცლებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gate of Xerxes დაარქივებული 2012-07-30 საიტზე Wayback Machine.
- The Gate of All Nations at Wikimapia
- The Grand Stairway and the Gate of All Nations
- Shiraz Persepolis
- Persepolis: Gate of All Nations დაარქივებული 2016-11-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gate of All Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2014-02-16
- ↑ Persepolis, Gate of All Nations - Livius (24 September 2020). ციტირების თარიღი: 28 August 2023