აპადანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერსეპოლისის აპადანის ნაშთები

აპადანა (სპარს. آپادانا) — დიდი დარბაზი-მოედანი პერსეპოლისში. ფართობი 100 მ². დარბაზი გადახურული იყო სახურავით, რომელიც 24 მეტრიან 72 სვეტზე იყო დაფუძნებული. ძველ სპარსეთში ამავე ტერმინით მოიხსენიებოდა სხვა ანალოგიური ნაგებობებიც. დარბაზი, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა საზეიმო სამეფო მიღებების დროს.

პერსეპოლისის აპადანის აგება დაიწყო ძვ. წ. V საუკუნეში დარიოს I-ის დროს და დასრულდა ქსერქსე I-ის მეფობის პერიოდში. ორივე მმართველის გამოსახულება შემონახულია კომპლექსის აღმოსავლეთ კარებთან. კომპლექსი დაანგრია ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 331 წელს. ამჟამად შემორჩენილია 13 კოლონა 72-დან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]