ხალიზოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალიზოვის სახლი
რუს. Дом Хализова
კოორდინატები 47°12′56″N 38°55′45″E / 47.215572° ჩ. გ. 38.929265° ა. გ. / 47.215572; 38.929265
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101242000

ხალიზოვის სახლი (რუს. Дом Хализова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. შენობა 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 86.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი ღრმა სარდაფით პეტროვის ქუჩა ნომერ 86-ში ააგეს XIX საუკუნის მესამე მეოთხედში მეშჩანინ მიხეილ ხალიზოვს.

ცნობილია სახლის მფლობელები და მაცხოვრებლები. შენობიდან მარცხენა მხარე ვაჭარმა მიაშენა ერთსართულიანი ნაგებობა, რომელშიც მუშაობდა მარმარილოს მაღაზია. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სახლის მეპატრონე გახდა კაზაკი იაკობ აბრამის ძე გლინკა. სახლის ნაწილი იქირავა ეკატერინე ევლადოვაიამ, სადაც მოაწყო ტრაქტირი.

XX საუკუნის დასაწყისში შენობა გადავიდა მეორე გილდიის ვაჭარ ვასილ კუმბარულის ხელში, მან იგი გასცა იჯარით მაღაზიებზე.

საუკუნის დასაწყისში მეორე სართულზე განთავსდა კანტორა. აქ იმართებოდა სასამართლოს სხდომები, ადვოკატთა კონსულტაცია.

1914 წლიდან შენობაში მუშაობს პ. სტოროჟენკოს კანტორა „Посредник“. გარდა ამ კანტორისა აქ იყო განტავსებული სხვადასხვა დანიშნულების სათავსოები.

სამოქალაქო ომის შემდეგ სახლის სარდაფში განტავსებული იყო კოოპერატივი, რომელიც ამზადებდა ტანსაცმელს.

1975 წლისათვის პირველ სართულზე განთავსებული იყო რესტორანი „ძველი ციხესიმაგრე“.

ამჟამად ეს შენობა საცხოვრებელი სახლია, პირველ სართულზე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიით. პირველ სართულზე ასევე მდებარეობს ქალთა საპარიკმახერო.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიზოვის ორსართულიან აგურის შენობას აქვს ოთხფერდა სახურავი. მეორე სართულის ფანჯრები ნახევარწრიულია და გაფორმებულია სანდრიკებით. პირველი სართული რუსტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]