ხადურიანთუბნის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხადურიანთუბნის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხადურიანთუბანში. აგებულია XVIII საუკუნეში.

სიმაგრე შედგება ორი ცილინდრული კოშკისა და გალავნისაგან. დასავლეთით მდებარე კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. სიმაგრე მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მდინარეში შეჭრილ კლდოვან კონცხზე, რომელსაც სა-მი მხრიდან მდინარე შემოუყვება. აღმოსავლეთის კოშკი ოთხი სართულის დონეზე შემორჩა.

პირველ სართულს გარედან შესასვლელი არ გააჩნია. მასში მოხვედრა შეიძლება მეორე სართულიდან, კედელში ჩატანებული 10 საფეხურიანი კიბით. ჩრდილოეთით სწორკუთხა კარებია. კოშკის შიდა ფორმები იმეორებს გარეთა ფორმებს, სათავსები მრგვალი გეგმისაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაბალი და განიერი, სწორკუთ-ხა ნიშია, რომლის კუთხეებში ორი სათოფურია გაჭრილი. კედლის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია ირიბი სარკმლები, რომლის გარეთა ღიობები ცერ-ად მიემართებიან და საკმაოდ მაღლა გამოდიან გარეთა ზედაპირზე. სამხრეთ-აღმო-სავლეთით და დასავლეთით ისეთივე ნიშებია, როგორიც ჩრდილო-აღმოსავლეთით. სართული გადახურული იყო ბრტყელი, კოჭოვანი ჭერით, რომელიც ჩამონგრეულია.

მეორე სართული - გადახურულია კონუსისებრი გუმბათით. ჩრდილოეთით თაღოვა-ნი შემოსასვლელია. გარედან შემოდიოდნენ მისადგმელი კიბით. კარს აქვს საურდუ-ლე. ჩრდილო-აღმოსავლეთით თაღოვანი კარებია, საიდანაც იწყება მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. აღმოსავლეთით თაღოვანი ნიშაა შეწყვილებული სათოფურით. ანა-ლოგიური ნიშებია სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. სამხრეთით თაღოვანი ბუხარია, დასავლეთით სარკმლები. ჩრდილო-დასავლეთით თაღოვანი კარე-ბია, რომლისგანაც იწყება პირველ სართულზე ჩამავალი, კედელში ჩატანებული კი-ბე. კიბის ბაქანში სამი სათოფურია, მის შუა სექტორში კი - ერთი.

მესამე სართულს გადახურვა არ შემორჩა. სართულზე ამოსასვლელი (კედელში ჩა-ტანებული) კიბე ჩრდილოეთით მოთავსებულ თაღოვან კარებში შემოდის. დასავლეთ კედელში დატანებულია სწორკუთხა ნიშა, რომელშიც გაჭრილია ვიწრო სარკმელი. მის ქვემოთ შეწყვილებული სათოფურია. ასეთივე ნიშები (უსარკმლოდ) არის ჩრდი-ლო-დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთით მდებარე ნიშა განგრეულია. აღმოსავლეთით კედელში ჩატანებულია ტუალეტი. ტუა-ლეტის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავ-ლეთით მოთავსებული კარიდან იწყება IV სართულზე ამავალი კიბის ბაქანი.

მეოთხე სართულის კედლები 1 მეტრის სიმაღლისა შემორჩა. ნიშები და სათოფუ-რები მოშლილია. მესამე სართულიდან ამომავალი კიბე ჩრდილოეთით მდებარე კარე-ბთან მთავრდება.

კოშკის დასავლეთით ხუთიოდე მეტრში დგას ანალოგიური კოშკის ნანგრევი. კოშ-კებს შორის იყო გალავანი. ისიც დანგრეულია. სხვა მხარეს გალავნის ნაშთები არ შეიმჩნევა, თუმცა მათი არსებობა არც იყო საჭირო, ვინაიდან კონცხი ფაქტიურად მიუდგომელია. დასავლეთი კოშკიდან გადარჩა პირველი სართულის ფრაგმენტი. მისი ინტერიერის აღწერა შეუძლებელია ხშირი ბუჩქნარის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ЗакараяП. КрепостныесооруженияКартли. Тбилиси, "Мецниереба", 1968, стр. 65-68.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 245-247