ხადიჯა ალიბეკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხადიჯა ალიბეკოვა
მშობლიური სახელი აზერ. Xədicə Ələddin qızı Əlibəyova
დაბადების სახელი ხადიჯა სუბჰანგულიევა
დაბადების თარიღი 1884
ტიფლისი
გარდაცვალების თარიღი 1961
ბაქო
საქმიანობა რედაქტორი, პუბლიცისტი, ექიმი-გინეკოლოგი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მუსტაფა ბეი ალიბეკოვი

ხადიჯა ალადინ ყიზი ალიბეკოვა (აზერ. Xədicə Ələddin qızı Əlibəyova; დ.1884, ტფილისი — გ.1961, ბაქო) — პირველი აზერბაიჯანელი ქალი რედაქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხადიჯა ალიბეკოვა დაიბადა 1884 წელს ტფილისში, სასულიერო პირების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ალადინ სუბჰანგულიევი სასულიერო პირი იყო, ხადიჯა ალიბეკოვამ პირველი განათლება რუსულ გოგონათა გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ კი ამიერკავკასიის მეანობის ინსტიტუტში ჩააბარა. აქ განაგრძო სწავლა და 1907 წელს მიიღო ბებიაქალის პირველი კლასის კვალიფიკაცია.

დაოჯახებული იყო ადვოკატ მუსტაფა ბეი ალიბეკოვზე.

ხადიჯა ალიბეკოვა მჭიდროდ იყო ჩართული აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებაში და ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებების მუშაობაში. 1911 წელს აზერბაიჯანში პირველი ქალთა ჟურნალი „იშიგ“ გამოიცა. მთავარი მიზანი ამ გაზეთის იყო ქალების მხრიდან საკუთარი უფლებების ცოდნა და განათლების მიღება. ხადიჯა ალიბეკოვა იყო გაზეთის რედაქტორი, რომელიც გამოიცა 1911 წელს, გამომცემელი კი მისი მეუღლე იყო.

მას შემდეგ, რაც ჟურნალმა შეწყვიტა საქმიანობა 1912 წელს, ხადიჯა ალიბეკოვა, რომელიც ბაქოს მუსულმან ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, საცხოვრებლად გადავიდა შაქიში და მუშაობდა ექიმ-გინეკოლოგად. 1920 წლიდან 1946 წლამდე ალიბეკოვა მჭიდროდ იყო ჩართული წერა-კითხვის კურსების ორგანიზებაში და ქალთა კლუბში. ის სიცოცხლის ბოლოს დაბრუნდა ბაქოში.

გარდაიცვალა 1961 წელს ბაქოში.