ჭორჭოხის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორჭოხის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული, სწორსაკურთხევლიანი ეკლესია ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები. შიგნიდანაც და გარედანაც გალესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კუდლებში გაჭრილია სარკმლები. ორივე სარკმლის სათაურად ჩასმულია ტუფის ქვაზე ამოკვეთილი ჯვრები. ჩრდილოეთ კედელში კარის მარცხნივ სასანთლე ნიშაა. კარის ბალავრად გამოყენებულია ქვიშაქვის დიდი ლოდი. ცოკოლის დონე კარგად ჩანს. სარკმლები არქიტრავულია და საფეხურებიანი. ჩრდილოეთ კედელში ორი ნიშაა, სამხრეთში — ერთი. საკურთხევლის მარცხენა კუთხეში და შუაში კედელთან მიდგმულია ტრაპეზის ორი ქვა, რომლებიც ერთმანეთს დაბალი საფეხურით უკავშირდება. გადახურვა ორქანობიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 258-259