ჭობისხევის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭობისხევის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ჭობისხევი-დაბაძველის გზაზე, გზის პირას.

ეკლესია გეგმის დონეზეა დაცული. გეგმით წარმოადგენდა დარბაზს, რომელიც აღმოსავლეთით საკურთხევლით სრულდებოდა. ამჟამად საკურთხევლისგან ერთი გრანდიოზული ქვაა შემორჩენილი. ამ ქვაზე წითელ ქვაში ამოკვეთილი ჯვარია დასვენებული. ეკლესიის კედლები მიწაშია ჩაძირული. იკითხება მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი ნაწილი. რომელიც დიდი ზომის არასწორი მოხაზულობის ქვებით არის ამოყვანილი. ეკლესიის კვალი თითქმის მთლიანად წაშლილია. შემორჩენილ წყობაში გამოყენებული დიდი ზომის ქვები, მის ადრეულ წარმომავლობაზე მეტყველებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24821