ჭილურტის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭილურტის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. ივანე ჭიკაიძის საკარმიდამო ნაკვეთში. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით XIII-XII საუკუნეებს. 1959 წელს ივანე ჭიკაიძემ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა ხვნის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. 1969 წელს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არაგვის ხეობის არქეოლოგიური კველევის ექსპედიციამ სამაროვანზე ჩაატარა სადაზვერვო სამუშაოები. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]