ჭიკაანის ღვინის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


ვენახის გაშენების სტილი

ჭიკაანის ღვინის მარანი შ.პ.ს “ჭიკაანის ღვინის მარანი” შეიქმნა 2004 წლის დასაწყისში “ჭიკაანის ღვინის ქარხნის პრივატიზაციის შემდეგ.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ყვარელი” მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარ­ც­ხენა სანაპიროზე, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კახეთის კავკა­სიო­ნის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41058' დააღმოსავლეთ გრძედის45050'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე. ბარისძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდი­ლო­ეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავ­კასიონის ძირზე. კავკასიონიდან ჩამონადენი პატარა შენაკადები: ბურსა და ჩაგურგულაწყალი ალაზანთან შეერთების ადგილზე ქმნიან მძლავრ გამონაზიდ კონუსებს. იგი მოიცავს სოფლებს: კუჭატანი, გავაზი, ჭიკაანი, ახალსოფელი და მთის ძირი.

დამფუძნებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბ-ნი ანზორ ჩარქსელიანი.
  • ქ-ნი ლუარა ჩარქსელიანი
  • ქ-ნი ლალი გონაშვილი
  • ქ-ნი ლია დოხტურიშვილი
  • ბატონი ანზორ ჩარქსელიანი არის გენ დირექტორი
  • ბატონი ილია ჩოხადარი არის აღმასრულებელი დირექტორი
  • ბატონი ზაური ზაუტაშვილი მთავარი მეღვინე

ვენახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრარული სექტორი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისძირის ტერიტორიაზე დამოიცავს 220 ფა მიწის ფართობს: აქედან 30 ჰა-ზე გაშენებულია საფერავის ჯიშის ვენახი ხოლო დანარჩენი ფართობი არის სახნავ სათესი მიწა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბ­ტრო­პი­კულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზე­გავ­ლე­ნით გარდაქმნილი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ჰა­ე­რის მასები. მდ. ალაზნის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და დანარჩენი მხარეებიდან მთებით ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხე­ო­ბის გასწვრივ _ ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მი­მარ­თუ­ლების ჰაერის მასები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად, აქ ქარის სიჩ­ქარე დიდი არ არის. დასახელებული პროცესების ზეგავლენით ტერიტორია ხა­სი­ა­თ­­­დება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცი­­ვი ზამ­თრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2050 საათს აღწევს. მზის ჯამო­ბ­რი­ვი რადიაცია მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მარჯვნივ. ჯამური რადიაციის წლი­ური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 97 კკალ/სმ2 შეად­გენს. პირდაპირი რადიაციის ჯამი 51 კკალ/სმ2, ხოლო გაბნეული – 46 კკალ/სმ2. საშუალო წლიური ღრუბლიანობა 50-55%-ია. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდებში ცის თაღის ღრუბლებით დაფარულობა დიდი არ არის (18-20 დღე), ხოლო მოწმენდილი დღეების რაოდენობა ზომიერია (15-16 დღე). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,50-ს უდრის. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +1,00-ია. უთბი­ლესი თვეების – ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,60 აღწევს. ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა უთბილეს თვეებში 8,5 – 9,50, ხოლო სექტემბერში 80-ზე მაღალი არ არის. წლიური ამპლიტუდა კი 230 აღწევს. ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო _ 110ჩ, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – 230 აღწევს. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -160-მდე დაეცეს. აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ია, ხოლო აბსოლუტური მაქ­სი­მუ­მი 380. აქ ვაზის ზრდა-განვითარებისათვის საზიანო მა­ღა­ლი (> 380)ტემპერატურა მცირე ალბათობით 5 % წლებს არ აღემატება.

ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით გადასვლა აღი­ნიშნება 5 აპრილს, ხოლო ამ ტემპერატურაზე ქვევით დაცემა 4.XI-ს. ე.ი. თბილი პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 212 დღეს. შემოდგომის პირველი წაყინვები 21 ნოემბერს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრე – ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დაი­წყოს, გაზაფხულზე ბოლო წაყინვები საშუალოდ 26 მარტს წყდება. 10 წელი­წადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუა რიცხვე­ბამ­დეც გაგრძელდეს, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალზე იშვიათია.

არსებულ ფართობებზე, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (Sტ > 100ჩ) თანმიმდევრულად 4100-37000 ფარგლებში იცვლება. შემოდგომა საკ­მა­ოდ თბილია. სექტემბრის თვის საშუალო ტემპერატურა 190ჩ აჭარბებს.

ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე, ზაფხულში და შე­მო­დგომით ჰაერის თბილი მასების დამატებით შემო­დი­ნე­ბა ხდება აზერბაიჯანის ტერი­ტო­რიიდან, ივრის ზეგნის გავლით. ამიტომ აქ უფრო თბილა, ვიდრე მარჯვენა სანაპირო ზოლში. ყვარელში აღნიშნული პროცესის გადანაცვლებას წინ კედლად ეღობება ციცკანაანთ ტყიანი სერი. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1070 მმ-ს შეად­გენს. ნალექების მინიმალური რაოდენობა (40 მმ) მოდის ზამთარში – (იანვარი), მე­ორე მინიმუმი (81 მმ) აღინიშნება აგვისტოში. ნალექები მაქსიმუმს (181 მმ) აღ­წე­ვს ივნისში., მეორე მაქსიმუმი (90 მმ) სექტემბერში. ნალექების საე­რ­თო რაოდენობიდან თბილ პერიოდში (IV – X) 805 მმ, ცივ პერიოდში კი (XI –III) 265 მმ მოდის. ნალექიან დღეთა რიცხვი წელიწადში 132-ს უდრის. წლიური მაჩვენებლის მიხედვით ტენის ბალანსი უარყოფითია ივლის-სექტემბრის თვეებში. ნაყოფის ზრდის პერიოდში (15. IV-დან 15.VIII-მდე) მოდის 540 მმ-მდე ნალექი. ამგვარად როგორც ყვავილობამდე, ისე ნაყოფის ფორმირებისა და მათი მომწიფების პერიოდებში, ანომალური შემთხვევების გარდა, ვაზი მორწყვას არ საჭიროებს. ჰაერის შეფარდებითი სინოტივე წლიურად 72 % უდრის. ტენით ჰაერის გა­ჯე­რება ყველაზე ნაკლებია ზაფხულში – (ივნისი, ივლისი, აგვისტო) – 66-64 %, შე­დარებით მეტია (80 %) შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში. სეტ­ყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,1 უდრის, წლის გან­მავ­ლო­ბაში ყველაზე სეტყვიანი მაისია (0,9 დღე). აპრილში, ივნისში და ივლისში სეტ­ყვა თანმიმდევრულად 0,3-0,3 და 0,3 დღის განმავლობაში მოდის. თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII) იქმნება, რომელიც მარ­ტის შუა რიცხვებში ქრება. რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ძლიერი და ხშირი ქარები იშვიათია. უქარო დღეების განმეორება 43 % უდრის. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,2 მ/წმ უდრის, შედარებით მაღალია მარტ-აპრილში /1,5-1,4 მ/წმ/, ძლიერ ქარიან />15 მ/წმ/ დღეთა რიცხვი საშუალოდ 26 უდრის. ასეთი ქარიანი დღეები აპრილსა და მაისში 6, ივნისში კი 4-ს აღწევს. ყვარლის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით, ზონაში ძირითადად გაბატონებულია ჩრდილოეთის (28 %), შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთის (16 %) და სამხრეთის (15 %) ქარები. ღამით, მზის ამოსვლამდე კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების საშისროებას აძლიერებს.

მარნის აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიაზე განლაგებულია ოთხი ძირითადი შენობა ნაგებობანაგებობა: 2 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით 872 მკ, ღვინის საამქრო საერთო ფართით 7000 მკ, სასასწორე მეურნეობა 4 ცალი 25 ტონიანი სასწორით, ყურძნის მიმღები განყოყოფილება 4 ცალი მიმღები ხაზით. საწარმოს გააჩნია 4000 ტ ყურძნის გადამუშავების სიმძლავრე შესაბასი ტევადობის ემალირებული და უჟავნგავი ლითონის რეზერვუარები.. სამაცივრო განყოფილებამოიცას 150000კკ სმძლავრის ფრანგულ გამაციებელს 6000.0 დეკალიტრი უჟანგავი ლითონის თერმუსებს, თითოეულის მოცულობაა 1000,0 დეკალიტრი.

ჩამოსასხმელი განუოფილება აღჭურვილია ფრაგული ჩამოსასხმელი ხაზით და იმ აუცილებელი დანადგარებით, რომელიც საჭიროა მაღალი ხარისხის, მშრალი ისე ტკბილი ღვინის ბოთლში ჩამოსასხმელად.

აგრარული სექტორი მდებარეობს ყვარლის რაიონი სოფელი მთისძირის ტერიტორიაზე დამოიცავს 220 ფა მიწის ფართობს: აქედან 30 ჰა=ზე გაშენებულია საფერავის ჯიშის ვენახი ხოლო დანარჩენი ფართობი არის სახნავ სათესი მიწა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]